
საქართველოს პირველი ჩოგანი ანა ტატიშვილი კანადის ქალაქ კვებეკში იმყოფება,სადაც WTA 220 000 $ ტურნირში მონაწილეობს,ანას საკვალიფიკაციო ბადის გავლა არ მოუწია,ძირითადში კი მისი მეტოქე 29 წლის ავსტრალიელი ალისია მოლიკი იყო.ანამ სამ სეტში გაიმარჯვა ანგარიშით 3–6,6–2,6–2.მატჩი 1 საათი და 38 წუთი გაგრძელდა.ანას ანგარიშზეა 4 ორმაგი და 0 ეისი,ხოლო ალისიამ 3 ეისი და 9 ორმაგი გააკეთა.5 წლის წინათ ალისია მსოფლიოს მერვე ჩოგანი იყო,მაგრამ ყურის ინფექციამ და ტრავმიანობამ ალისიას სპორტი გარკვეული დროით მიატოვებინა,კორტს 2 წლის წინ დაუბრუნდა და ჯერჯერობით მხოლოდ ასეულში შესვლა მოახერხა.1/8 ფინალში ანას მეტოქის ვინაობა ამერიკელებს მელანი ოუდინსა და ელისონ რისკეს შორის გასამართ მატჩში გაირკვევა.ანამ კვე გაინაღდა 30 სარეიტინგო ქულა,მაგრამ 16 უკვე დაკარგა,ვინაიდან შარშან ამ ტურნირის კვალიფიკაცია გაიარა.
Like this:
Be the first to like this post.

ტურნირზე პირველ ჩოგნად განთესილმა დანიელმა კაროლინ ვოზნიაცკიმ სლოვაკი დომინიკა ციბულკოვა ორ სეტში 6-2 7-5 დაამარცხა და ამერიკის ღია პირველობის 1/2ფინალს მიაღწია.
თამაშის დროს ქარის სიჩქარე 53კმ/სთ-ს აღწევდა,რაც კიდევ უფრო ართულებდა საქმეს მოთამაშეებისთვის.თუმცა მიუხედავად რთული პირობებისა კაროლინმა მეორე სეტის მე-11 გეიმში შეძლო მოწინააღმდეგის მოწოდების მოგება,შემდეგ თავისი მოწოდებაც მოიგო და 1 საათსა და 45 წუთში დაამარცხა სლოვაკი ჩოგბურთელი.
“ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ქარიშხალში ვთამაშობდი,თუმცა ორივე თანაბარ პირობებში ვიყავით და ძალიან მიხარია,რომ შემდეგ რაუნდში გავედი,” განაცხადა 20 წლის დანიელმა მატჩის შემდეგ.
ამგვარად 1/2ფინალში კაროლინი დაუპირისპირდება მე-7 ჩოგანს,რუს ვერა ზვონარევას,რომელმაც კაია კანეპი ორ სეტში 6-3 7-5 დაამარცხა.
Like this:
Be the first to like this post.

როჯერ ფედერერმა დაამარცხა მეხუთე ჩოგანი შვედი რობინ სოდერლინგი 6-4 6-4 7-5 და ზედიზედ მეშვიდედ მიაღწია 1/2ფინალს ამერიკის ღია პირველობაზე. Read more…
Like this:
Be the first to like this post.

ჩვენი საიტის ადმინისტრაცია და სრულიად
ქართველი გულშემატკივარი აღშფოთებულია იმ ღია და აშკარა შავი პიარით რაც თემურ ქეცბაიას წინააღმდეგ მიმდინარეობს თემური სულ ახლახანს დაინიშნა საქართველოს მთავარ მწვრთნელად მაგრამ პროგრესი აშკარაა გუნდი უკვე რაღაცით გავს იმ წარსულ სახელოვან ნაკრებს რომლითაც წლების განმავლობაში ვამაყობდით თემურს კი ეს უნამუსოები შავ პიარს უგორებენ საქმე იმაშია რომ
“გამარვებული ხალხის ტელევიზიამ” არაობიექტურად მეტიც ამაზზრზენად გააშუქა მატჩის შემდგომი რეპორტაჟი ისრაელთან და აჩვენეს ის თითქოს მთელი თამაში ისრაელის უპირატესობით მიმდინარეობდა და მწვრთნელი არაადეკვატურ გადაწყვეტილებებს იღებდა რაც არ შეესაბამება სინამდვილეს
იყო ასევე მინიშნება რომ ხალხი უკმაყოფილებას გამოთქვამდა მწვრთნელის და გუნდის გამო რაც არ შეესაბამდე სინამდვილეს ქართველმა ხალხმა ქეცბა და ნაკრები ტაშით დააჯილდოვა მატჩის დასრულების შემდეგ . თამაშის დამთავრების მერე გაიმართა პრესკომფერენცია უპირველესად უნდა ითქვას ის რომ ისრაელის ნაკრების კაპიტნის ბენაიონის ინტერვიუ მთლიანად არასწორად გადათარგმნეს ხოლო მას შემდეგ რაც ქეცბამ თავი ქვიშაში არ ჩარგო და მთლიანად
გააკრიტიკა ეს ჩვენი “ზე” სტადიონის “ზე” საფარი დაიწყო აშკარა შავი პიარი ქეცბას წინააღმდეგ
ქეცბა ქართველი ხალხი შენთანაა ბოლომდე მიაწექი შენ დაწყებულ საქმეს !!!!!!!!!!!!!!!
თქვენი აზრის დაფიქსირება შეგიძლიათ როგორც კომენტარებში ასევე აქ
http://forum.ge/?f=68&showtopic=34158051&st=120
Like this:
One blogger likes this post.
Recent Comments