ვოზნიაცკი 1/2ფინალშია

ტურნირზე პირველ ჩოგნად განთესილმა დანიელმა კაროლინ ვოზნიაცკიმ სლოვაკი დომინიკა ციბულკოვა ორ სეტში 6-2 7-5 დაამარცხა და ამერიკის ღია პირველობის 1/2ფინალს მიაღწია.
თამაშის დროს ქარის სიჩქარე 53კმ/სთ-ს აღწევდა,რაც კიდევ უფრო ართულებდა საქმეს მოთამაშეებისთვის.თუმცა მიუხედავად რთული პირობებისა კაროლინმა მეორე სეტის მე-11 გეიმში შეძლო მოწინააღმდეგის მოწოდების მოგება,შემდეგ თავისი მოწოდებაც მოიგო და 1 საათსა და 45 წუთში დაამარცხა სლოვაკი ჩოგბურთელი.
“ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ქარიშხალში ვთამაშობდი,თუმცა ორივე თანაბარ პირობებში ვიყავით და ძალიან მიხარია,რომ შემდეგ რაუნდში გავედი,” განაცხადა 20 წლის დანიელმა მატჩის შემდეგ.
ამგვარად 1/2ფინალში კაროლინი დაუპირისპირდება მე-7 ჩოგანს,რუს ვერა ზვონარევას,რომელმაც კაია კანეპი ორ სეტში 6-3 7-5 დაამარცხა.


Recent Comments