Archive

Archive for September 13, 2010

ტატიშვილმა მოლიკს მოუგო!!!

September 13, 2010 1 comment

 

საქართველოს პირველი ჩოგანი ანა ტატიშვილი კანადის ქალაქ კვებეკში  იმყოფება,სადაც WTA 220 000 $ ტურნირში მონაწილეობს,ანას საკვალიფიკაციო ბადის გავლა არ მოუწია,ძირითადში კი მისი მეტოქე 29 წლის ავსტრალიელი ალისია მოლიკი იყო.ანამ სამ სეტში გაიმარჯვა ანგარიშით 3–6,6–2,6–2.მატჩი 1 საათი და 38 წუთი გაგრძელდა.ანას ანგარიშზეა 4 ორმაგი და 0 ეისი,ხოლო ალისიამ 3 ეისი და 9 ორმაგი გააკეთა.5 წლის წინათ ალისია მსოფლიოს მერვე ჩოგანი იყო,მაგრამ ყურის ინფექციამ და ტრავმიანობამ  ალისიას სპორტი გარკვეული დროით მიატოვებინა,კორტს 2 წლის წინ დაუბრუნდა და ჯერჯერობით მხოლოდ ასეულში შესვლა მოახერხა.1/8 ფინალში ანას მეტოქის ვინაობა ამერიკელებს მელანი ოუდინსა და ელისონ რისკეს შორის გასამართ მატჩში გაირკვევა.ანამ კვე გაინაღდა 30 სარეიტინგო ქულა,მაგრამ 16 უკვე დაკარგა,ვინაიდან შარშან ამ ტურნირის კვალიფიკაცია გაიარა.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.