ტატიშვილმა მოლიკს მოუგო!!!
საქართველოს პირველი ჩოგანი ანა ტატიშვილი კანადის ქალაქ კვებეკში იმყოფება,სადაც WTA 220 000 $ ტურნირში მონაწილეობს,ანას საკვალიფიკაციო ბადის გავლა არ მოუწია,ძირითადში კი მისი მეტოქე 29 წლის ავსტრალიელი ალისია მოლიკი იყო.ანამ სამ სეტში გაიმარჯვა ანგარიშით 3–6,6–2,6–2.მატჩი 1 საათი და 38 წუთი გაგრძელდა.ანას ანგარიშზეა 4 ორმაგი და 0 ეისი,ხოლო ალისიამ 3 ეისი და 9 ორმაგი გააკეთა.5 წლის წინათ ალისია მსოფლიოს მერვე ჩოგანი იყო,მაგრამ ყურის ინფექციამ და ტრავმიანობამ ალისიას სპორტი გარკვეული დროით მიატოვებინა,კორტს 2 წლის წინ დაუბრუნდა და ჯერჯერობით მხოლოდ ასეულში შესვლა მოახერხა.1/8 ფინალში ანას მეტოქის ვინაობა ამერიკელებს მელანი ოუდინსა და ელისონ რისკეს შორის გასამართ მატჩში გაირკვევა.ანამ კვე გაინაღდა 30 სარეიტინგო ქულა,მაგრამ 16 უკვე დაკარგა,ვინაიდან შარშან ამ ტურნირის კვალიფიკაცია გაიარა.



საინტერესო ბლოგი გაქვს..:) ჩემს ბლოგროლში დაგამატე და თუ გინდა მეც დამიმტე შენთან.. http://azarti.wordpress.com/