Archive

Author Archive

საფინა : “წაგებაზე არ ვბრაზობ”

ყოფილმა მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა დინარა საფინამ დღევადნელი თAმაშის ემრე კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ საფინამ 3 სეტში 39 წლის კიმი დატე-კრუმთან წააგო ანგარიშით 6/4, 6/7(0), 2/6.

“ეს იყო ჩემი პირველი თამაში ტრავმის შემდეგ, საერთოდ არ ვბრაზობ და გავაგრძელებ მუშAობას ფორმის აღსადგენად. ” თქვა რუსმა ჩოგბურთელმა თამაშის შემდეგ პრეს-კომფერენციაზე . ” ჩემი ზურგი გაცილებით უკეთ არის და ეს არის ამ შემთხვევაში ყველაზე მთავარი” დასძინა პრეს-კომფერენციის ბოლოს დინარამ .

ივანოვიჩი : “დღევანდელი თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ”

July 27, 2010 1 comment

ექს პირველმა ნოემრმა ანა ივანოვიჩმა კომენტარი გააკეთა მის მოგებულ მატჩზე სტემფორდში. შეგახსენებთ რომ ანამ დღეს ალისია კლეიბანოვას საკმაოდ ადვილად ორ სეტში 6/3, 6/2 სძლია . “მე კარგად ვმოძრაობდი და მოწოდებაც კარგი მქონდა, საერტოდ იშვიათად ვუშვებდი უხეშ შეცდომებს. მე ძალიან კმაყოფილი იმ სამუშათი რაც უკანასკნელ თვეს გავწიე. ძალიან კარგ ფიზიკურ ფორმაში ვარ . მე ვაკონტროლებდი თამაშს და არ ვუშვედბი შეცდომებს ამასთან ერთად ალისა ძალიან ზლიერი მოწინააღმდეგეა მითუმეტეს ჰარდი ეს მისი საფარია. მე მარტლა ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი თამაშით” შეგახსენებთ მეორე რაუნდში ანა მარიონ ბარტოლისა და ეშლი ხარკლეროუდს შორის გამარჯვებულს შეხვდება

ჩაკვეტაძე : “ტაქტიკის შეცვლამ მომაგებინა”

ქართული წარმოშობის რუსი ჩოგბურთელი ანა ჩაკვეტაზე 2008 წლის შემდეგ პირველად გავიდა ფინალში. შეგახსენებთ რომ გუშინ ანამ 3 სეტში დაამარცხა პოლონა ჰერცოგი Banka Koper Slovenia Open 2010 – ზე
“მე ძალიან ბედნიერი ვარ. თითქმის ორი წელი გავიდა იმ მომენტიდან როცა ბოლოს  ფინალში ვიყავი . მთლიანობაში თამაში  ძალიან რთული იყო . პოლონა პირველ სეტში შეუდარებელი იყო და მე მის თამაშს ვერაფერს ვუპირისპირებდი , თუმცა მეორე სეტში  შევეცადე ტაქტიკა შემეცვალა და ამან გაამართლა.”

იზნერი : “საშინელი სიცხე იყო”

ამერიკელი ჩოგბურთელი ჯონ იზნერი რომელმა ატლანტაში ნახევარფინალურ მატჩში სამხრეთ აფრიკელ კევინ ანდერსონ სძლია მის სამ სეტიან მატჩს გაუსაძლის სიცხეს აბრალებს. შეგახსენებთ იზნერმა აფრიკელს 3 სეტში სძლია 6/3, 6/7 (7), 6/3.

“საშინელი სიცხე იყო, მე ეს გამარჯვება ძალიან გამიჭირდა რადგან კორტზე გადაადგილებაც კი მიჭირდა. მეორე სეტის შემდეგ ცოტა აგრილდა და მე უფრო მიადვილდებოდა კორტზ ეგადაადგილება. მთლიანობაში კი შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ “

ამასტან ერთად აფრიკელმა ჩოგბურთელმაც კმაყოფილი დატოვა კორტი . ის თავისი შედეგით სულაც არ იყო უკმაყოფილო… შეგახსენებთ კევინ ანდერსონისთვის ეს პირველი ნახევარფინალური მატჩი იყო მის კარიერაში


ამერიკის დასაწყისი

July 19, 2010 3 comments

დღეს, 19 ივლისს იწყება ამერიკის ღია პირველობის სერიის ტურნირები . ამ სერიას გახსნის ატლანტა და დააგვირგვინებს ამერიკის ღია პირველობა – 30 აგვისტოს . ატლანტაში ტუირნირი 90 იანი წლებიდან 2001 წლამდე არსებობსდა რის შემდეგაც ATP – კალენდარიდან ამოიღეს. ასე და ამგვარად 9 წლის შემდეგ ეს საჩოგბურთო ტურნირი ასე ვთქვათ “აღსდგა” . ხო … მონაწილეებს რაც შეეხება ამ ტურნირის ბოლო გამარჯვებული რა თქმა უდნა ჩამოვა სათამაშოდ, ენდი როდიკზეა საუბარი . მასთან ერთად ჯონ იზნერიც, მერდი ფიშიც, იანკო ტიპსარევიჩიც და ლეიტონ ჰიუიტიც მიიღებენ ATLANTA TENNIS OPEN-ზე მონაწილეობას.

ალმაგრო ფინალშია

ესპანელი ჩოგბურთელი ნიკოლას ალმაგრო ზედმეტი პრობლემების აგრეშე გავიდა ფინალში ბაშტადში . დღეს მეოთხე ნომრად განთესილმა ალმაგრომ ორ სეტსი დაამარცხა მისივე თანამემამულე ტომი რობრედო . აღსანიშნავია რომ თამაში 1 საათსა და 8 წუთს გრძელდებოდა და ალმაგრომ ორ სეტში 6-1 6-3 მოიგო . მისი მოწინაარმდეგე ფინალში ტურნირის შარშანდელი გამარჯვებული რობინ სოდერლინგი იქნება

მემკვიდრენი

July 15, 2010 5 comments

მეფემ “დაგვტოვა” და უმეფო სახელმწიფოში ტახტზე ასვლის ბევრი მსურველი გამოჩნდა. ბევრი ღირსეული, ბევრიც ნაკლებად , თუმცა მაინც ამბიციური. ჯერ მეფეზე ვისაუბროთ, ის სამეფოდან არის წასული -ალბათ დროებით (იმედი მაქ დროებით), თუცმა ადრე თუ გვიან მაინც მოუწევს წასვლა.  ეს გარდაუვალია … ხო, ჩვენი მეფე რა თქმა უნდა როჯერ ფედერერია, რომელმაც სეზონის დიდი ნაწილი ჩააგდო და მესამე პოზიციაზე ჩამოქვეითდა . ბევრი მიზეზი დაიწერა ამასთან დაკავშირებით – ზოგი რეალური, ზოგიც არარეალური . როჯერმა უიმბლდონზე მისი წარუმატებლობა ტრავმით ახსნა და ჩვენც ვინ ვართ, რომ მეფის სიტყვები არ დავიჯეროთ ? თუცმა ესეც გარკვეულ ეჭვებს იწვევს. ოღონდ სულ სხვაგვარს … როჯერი, რომლის კოზირიც ფიზიკური ფორმა იყო, ყოველთვის მის ფიზკურ სისუსტეებზე ალაპარაკდა- ეს რისი ნიშანია ? იმის რომ მეფე დაბერდა, თუ იმის რომ მან ვარჯიშებს უკლო? ძნელი სათქმელია თუმცა მეორეს ისიც ამყარებს, რომ როჯერი მამა გახდა და ასე თუ ისე მისთვის ჩოგბურთმა მეორე პლანზე გადაიწია … ეს ასეც უდნა ყოფილიყო ყველანი ადამიანები ვართ -  თვით მეფეც კი . მოკლედ მეფეზე დიდხანს ლაპარაკი ჩემი სტატიის დედა აზრს გადამახვევინებს და ჯობია მემკვიდრეობის კანდიდატებს მივხედოთ .

1. ნომერ პირველი კადნიდატი და დღევანდელი პირველი ჩოგანი რაფაელ ნადალი. შეიძლება ავსტრალიის შემდეგ ეს არავის ეგონა, მაგრამ ის პირველი ჩოგანია. შეძლო რა 2-ჯერ ზედიზედ მოიგო დიდი სლემები თუმცა მეორე სლემის მოგებამდე მოიპოვა პირველობა … ის საუცხოო ფორმაშია , შეუდარებელია .. მისი უკანა ხაზზე თამაში ნებისმიერ ჩოგბურთელს შიშის ზარს სცემს , მეტიც !!! ის ამას ისე უბრალდო და თითქოს და ადვილად აკეთებს თითქოს ეს ასეც უდნა იყოს და ნებისმიერი ჩოგბურთელი ასე უდნა თამაშობდეს .. მისი თამაშის ყრუებისას გიჩნდება ადამინას სურვილი რომ ყველა მოძრაობას შენელებული კადრით უყურო და აბსოლუტურად ყველა მოძრაობა, ყველა ფეხის ნაბიჯი ნახო . მოკლედ ნადალი დღესდღეობით დამსახურებული პირველი ჩოგანია … თუმცა არსებობს მეორე მხარეც, იქნებ კონკურენტების სუსტი თამაშის გამო ხდება ასე? ძნელია ამ კითხავზე პასუხის გაცემა …

2. ნომერ მეორე, რომელიც ამ სიაში მოხვდა არის ნოვაკ ჯოკოვიჩი. თუმცა მეორე იმიტომ რომ დღეს დღეობით მეორე ჩოგანია და მეტი არაფერი … მართალი გითხრათ, ნოლე ისიც არ არის რაც იყო. კი ჯოკო ძალიან კარგად თამაშობს, თუცმა მასზე გაცემულმა ავანსებმა არ გაამართლა . ის კი არა, ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს დღევანდელი მისი თამაში აკმაყოფილებს კიდეც. არ უნდა მეტის გაკეთება … თითქოს მან მისი მაქსიმუმი უკვე გააკეთა…  გააკეთა ის რაც უნდოდა . მოიგო სლემი… რეალურად ჯოკო მეფობის კანდიდატობის არარეალური კანდიდატია, იმიტომ რომ ის ერთი ნაბიჯი აკლია, რაც ამ შემთხევვაში გადამწყვეტ როლს ასრულებს.  ერთი ნაბიჯია თუცმა ძალიან ბერვის მომცვლელი -გადამწყვეტი ნაბიჯი. ნოლე ყველას უყავრს, მაგრამ არავინ მოიაზრებს მას მომავალ პირველ ნომრად …

3. ჩვენი მესამე ნომერი კი ენდი მარეია. მართალი გითხრათ, ენდი თვითონ აკეთებს იმას რასაც სლემის არ მოგება ქვია , თვითონ იფუჭებს კარიერას, რომელიც თითქოსდა სულ სხვანაირი უნდა ქონოდა. ენდის ფენომენალური უკანა ხაზზე თამაში ხანდახან ძალიან დიდ ემოციებში აგდებს გულშემატკივარს. შეგიძლია მასთან ერთად იყვირო, ხანდახან თავლებსაც არ დაუჯერო, მარგამ მეტი არაფერი . პირველ რიგში ძალიან ერთფეროვანია, რაც “TOP ჩოგბურთელებთან” გადმწყვეტ როლს თამაშობს ხოლმე.  ამას დავუმატოთ ფსიქოლოგიური პრობლემებიც. მაგალითად ავსტრალიის ფინალში ისე განეწყო თითქოს სლემი მოგებული ქონდა. თითქოს ყველაფერი გააკეთა. თუცმა დაავწიყდა ყველაზე მთავარი -  ის რომ მას წინ ფინალი ელოდა . ფინალი? თან ვისთან? როჯერ ფედერერთან.  ესეთი გაწნყობა მხოლოდ და მხოლოდ მის ფსიქოლოგიურ სისუსტეზე მიუთითებს. მოკელდ ენდიც შორს არის ნომერ პირველობამდე მასაც ერთი ნაბიჯი აკლია -  სწორეს ის ნაბიჯი, რომელიც ნოლეს (:D) …

4. ნომერ მეოთხე კანდიდატი კი ხუან მარტინ დელ პოტროა. მართალია ამ ეტაპზე ამ ბიჭს ტრავმა აქვს და ბოლო სლემსაც გამოტოვებს, მაგრამ სამომავლო პერსპექტივაზე გვაქვს საუბარი და ეს იტალიური წარმოშობის არგენტინელი ბიჭიც აუცილებლად უნდა შევიყვანოთ ამ სიაში. ხუანიტო ძალიან დიდია და მის სიდიდესთან შედარებით უჩვეულოდ  კარგად ამუშავებს ფეხებს. უკანა ხაზზე მისი თამაში უბრალოდ სასწაულია.  მისი ფორჰენდი მომაკვდინებელი, მისი ტემპი ძალიან ძნელი გასაძლები . ეს ბიჭი 2009 წლის შუიდან ამერიკამდე ძალიან “გაიზარდა” რამაც შედეგი გამოიღო … თითქოს მის მეფედ კურთხევასაც არაფერი ედგა წინ, თუმცა ტრამვამ ცუდ დროს უწია და ჩააგდო ავსტრალია. შემდეგ ოპერაციაც გაიკეთა . ეს ის ბიჭია რომელმაც ნადალს 6-2 6-2 6-2 მოუგო … მოუგო? არა, მიწასთან გაასწორა. სწორედ მის ფორჰენდს შეუძლია ყველანაირი უკანა ხაზზე თამაში გააუფასუროს, თუცმა მისი ტრამვა არ გვაძლევს უფლებას მის მომავალზე გადაჭრით ვისაუბროთ .. ფაქტი კი ფაქტია -  დელ პოტრომ თუ შეძლო და ფორმა სრულფასოვნად აღიდგინა ის ერთ-ერთი იქნება რომელიც ტახტზე ასვლისთვის იბრძოლებს ….

Categories: სტატია

ბაგდატისი მწვრთნელის გაშვების მიზეზებზე ლაპარაკობს

July 15, 2010 3 comments

კვიპროსელმა მარკოს ბაგდატისმა კვიპროსულ გაზეთთან მიცემულ ინტერვუსი ნათელი მოჰფინა მწვრთნელის გაშევბასთან დაკავშირებულ ჭორებს : “ჩვენი მიზნები ბოლოს აღარ ემთხვეოდა. წლის დასაწყისში ჩემი მიზანი ფიზიკური ფორმის აღდგენა იყო რათა შემდეგ სეზონს ფიზიკურად კარგად მომზადებული შევხვედრილყავი. როდესაც ფედერერს მოვუგე მწვრთნელმა მე მითხა: ” მარკოს წელს 10 ეულში უნდა შეხვიდე” . მე ბევრ ტურნირზე დავიწყე მონაწილეობის მიღება რათა ქულები უფრო მეტი დამეგროვებინა. ამან კი პირველადი მიზანი სრულიად შეცვალა და გადამავიწყა . ეხლა მე ჩემ პირველ მიზანს დავუბრუნდები და ფორმის გაუმჯობესებაზე ვიზრუნებ , მე მიმაჩნია რომ თუ მე ფიზიკურად მოვმჯობინდები ჩემ საუკეთესო ჩოგბურთის თამაშიც გამიადვილდება . წელს მე 18-22 ტურნირზე მივღE მონაწილეობა რაც ძალიან ძალიან ბევრია და ძალიან დამღლელია . არ მიდნა რომ რეიტინგზე ვიფიქრო ჩემთვის ეს წელს მეორე ხარისხოვანია” ამბობს მარკოსი მის ინტერვიუში

დავიდენკო შტუტგარტს ტოვებს

Mercedes Cup-2010 – ი მისი პირველი ნომერის გარეშე დარჩა. დღეს ნიკოლაი დავიდენკომ ვერ დასძლია მისი არც ისე ძლიერი მეტოქის ესპანელი ხიმენო ტრავერის ბარიერი . თამაში ზალიან გრძელი და საინტერესო გამოდგა, 29 წლის რუს ჩოგბურთელს წასაგებად 2 საათი და 12 წუთი დაჭირდა.
ესპანელი 88 -ე ჩოგანი მეოთხედ ფინალში ფაუსა და კიუდინელის შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ჩემპიონები ბაშტადში

July 15, 2010 1 comment

დღეს გაიმართა მეორე ეტაპი შვედეთის ქალაქ ბადშტადში მიმდინარე ტურნირზე, სადაც თავის მხრივ ჩაერთვნენ ამ მარატონის გამარჯვებულები დავიდ ფერერი და რობინ სოდერლინგი.
პირველი ცენტრალურ კორტზე დავიდ ფერერი გამოვიდა რომელიც ამ ტურნირის გამარჯვებულია 2007 წელს, ესპანელმა იოლი გამარჯვება მოიპოვა მისთვის პირველ შეხვედრაში ამ ტურნირზე . მსოფლიოს მე 12 ჩოგანი გუშინ ფაბიო ფონინის ხვდებოდა რომელიც დღეს დღეობით რეიტინგში 86-ე პოზიციაზეა . ფერერმა საქმის მოთავება 2 სეტში სეზლო 6/3 7/5 და შემდეგ ეტაპზე გავიდა სადაც მისი მოწინააღმდეგე იქნება პაბლო კუევასი. 24 წლის ურუგვაელი ჩოგბურთელი რომელიც რეიტინგში 64 ე პოზიციაზეა პერე რიბას ხვდებოდა და მანაც ორ სეტში გაიმარჯვა ანგარიშით 6/4 6/2
2009 წლის ბასთადის გამარჯვებულმა რომელიც ტიტულის დასაცავად იბრძვის ძალიან ცუდად დაიწყო წლევანდელი გათამაშება. 25 წლის მეჩოგნე რომელიც ამ ეტაპზე მსოფლიოს მე 5 ჩოგანია მის თანამემამულეს 29 წლის ანდრეას ვინჩიგუეროს ეთამაშებოდა . თამაში 3 სეტიანი გამოდგა და 1 საათსა და 52 წუთს გრძელდებოდა, საბოლოოდ როლან გაროსის ორგზის ფინალისტმა გამარჯვება სეძლო ანგარიშით 6/2, 6/7(6), 6/2. აღსანიშნავია რომ შვედ ჩემპიონს თამამაშის დამთავრება მეორე სეტშივე შეეძლო , როდესაც ტაი ბრეიქზე 6-4 მიყავდა ანგარიში .
შემდეგ ეტაპზე რობინ სოდერლინგს ანდრეას სეპი დაუპირისპირდება.. ანდრეას სეპის მოწინააღმდეგე კი მისივე თანამემამულე პოტიტო სტარაჩე იყო. თამაში ძალიან დაძაბული და საინტერესო აღმოჩნდა . სეპიმ იტალიურ დერბიში პოტიტო სტარაჩეს ანგარიშით 6/4, 3/6, 7/6(7)  სძლია.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.