
ქართველმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა პრაღის ტურნირის მეოთხედფინალში გასვლის შემდეგ, სლოვენიის ქალაქ პორტოროჟში გადაინაცვლა და მეორე დღესვე კიდევ ერთ 220-ათასიან პირველობაში ჩაება, სადაც უკვე ორი გამარჯვების მოპოვება მოასწრო.
ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) რეიტინგში 156-ე ადგილზე მყოფი ტატიშვილი, რომელიც ორშაბათიდან კლასიფიკაციაში აუცილებლად დაწინაურდება, სლოვენიური ტურნირის კვალიფიკაციაში მე-7 განთესვით მოხვდა.
ანამ პირველი მატჩი მსოფლიოს 556-ე ჩოგან კარენ ბარბატთან (დანია) გამართა და პირველი სეტის წაგების მიუხედავად, 4:6, 6:2, 6:3 იმარჯვა. მეორე შეხვედრაში 20 წლის ქართველი ჩოგბურთელი ინდირე აკიკის (641-ე) დაუპირისპირდა და ხორვატი ჩოგბურთელი კიდევ უფრო იოლად დაამარცხა – 7:5, 6:0.
ძირითად ბადეში მოსახვედრად ტატიშვილს კიდევ ერთი გამარჯვების მოპოვება სჭირდება. ორშაბათს, თბილისის დროით 12:00 საათიდან ჩვენებურის მეტოქე უკრაინელი იულიანა ფედაკი (222-ე) იქნება. ამ უკანასკნელმა სლოვენიაში ყაზახი კარატანჩევა (6:2, 6:1) და იტალიელი კლერიკო (7:5, 6:3) დაამარცხა.
პორტოროჟში ორი მატჩის მოგებისთვის, ტატიშვილმა 10 სარეიტინგო ქულა და 860 დოლარი უკვე გამოიმუშავა, ძირითად ბადეში გასვლის შემთხვევაში კი 16 ქულასა და 1 725 დოლარს მიიღებს და ამ ოთხიდან ერთ-ერთს შეერკინება – ზეჩ-პესკირიჩი (სლოვენია), ერაკოვიჩი (ახალი ზელანდია), ერანი (იტალია), ჰერცოგი (სლოვენია).
სლოვენიური გათამაშების პირველ ნომრად სერბი ელენა იანკოვიჩია (მსოფლიოს მე-2 ჩოგანი) განთესილი, მას კი კვალში ჩეხი პეტრა კვიტოვა (29) და რუსი ანასტასია პავლიუჩენკოვა (31) უდგანან.
და ერთიც. პორტოროჟშივე ტატიშვილი წყვილთა ტურნირშიც ასპარეზობს და ყაზახ სესილ კარატანჩევასთან ერთად, საწყის რაუნდში სერბების – იანკოვიჩისა და კრუნიჩის დუეტს დაუპირისპირდებ
Like this:
Be the first to like this post.
Recent Comments