Archive

Author Archive

ტრავმირებული ენენი სეზონს ასრულებს

ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, ბელგიელმა ჟუსტინ ენენმა, იდაყვის ტრავმის გამო 2010 წლის სეზონი ნაადრევად დაასრულა.

28 წლის ბელგიელს, უიმბლდონის მოეთხე წრის მატჩში მიღებული ტრავმი შემდგომ, პროფესიულ ტურში არ უთამაშია. იმედოვნებდნენ, რომ ენინი კორტებს ამერიკის ღია პირველობის დასრულების შემდეგ, შემოდგომაზე დაუბრუნდებოდა, მაგრამ როგორც ჟუსტინის ოფიციალური საიტი იუწყება, ბელგიელი ვარჯიშს მხოლოდ ოქტომბერში განაახლებს.

“ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე სამედიცინო შემოწმება გავიარე. შედეგები დამაიმედებელია, თუმცა გამოჯანმრთელება საკმაოდ ნელი ტემპებით მიმდინარეობს. 2011 წლის სეზონზე მონაწილეობას რისკის ქვეშ ვერ დავაყენებ, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, 2010 წლის სეზონი ნაადრევად დავასრულო. 2011 წლისათვის მზადებას ოქტომბერში დავიწყებ. იმედი მქვს, რომ ახალ სეზონს კარგ ფორმაში მყოფი შევხვდები”–განაცხადა ჟუსტინ ენენმა.

ენდი მარეი vs დავიდ ნალბანდიანი

ტორონტოს მასტერსის მოქმედმა ჩემპიონმა, ბრიტანელმა ენდი მარეიმ ფრანგი გაელ მონფისი დაამარცხა 3 სეტში 6:1 0:6 6:3 და ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა. შოტლანდიელის შემდეგი მეტოქე არგენტინელი დავიდ ნალბანდიანი იქნება, რომელმაც შვედი რობინ სოდერლინგი გამოთიშა ასპარეზობას 4:6 6:4 6:1.

“ჩემი და გაელის  მატჩი სასიამოვნოდ საყურებელი იყო. მისი თამაშის ნახვა ერთი დიდი სიამოვნება, მაგრამ ის რისკი, როდესაც მან იდაყვი დაიზიანა, ამად არ ღირდა. ასეთი რისიკის გამართლება, მხოლოდ დიდი შლემის ფინალში თუა შესაძლებელი”–განაცხადა მარეიმ.

შვედის დამარცხების შემდეგ, ნალნბანდიანმა უკვე ზედიზედ მეთერთმეტე მატჩის მოგება მოახერხა. იგი საკმაოდ რთული მეტოქე იქნება შოტლანდიელისთვის. წინა 2 შეხვედრაში, ორივე მატჩი წააგო ენდიმ დავიდთან.

“მასთან თამაში საკმოდ რთული იქნება–თქვა ბრიტანელმა არგენტინელზე.”იგი შესანისნავი ჩოგბურთელია, ერთ–ერთი საუკეთესო მსოფლიოში.”

იმისათვის, რომ მარეიმ მსოფილოს საუკეთეო ჩოგბურთელთა რეიტინგში მეოთხე პოზიციის შენარჩუნება მოახერხოს, ფინალში გასვლაა საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში, მის ადგილს, რობინ სოდერლინგი დაიკავებს.

ენდი მარეი ტორონტოს მესამე წრეში გავიდა

მოქმედმა ჩემპიონმა, ბრიტანელმა ენდი მარეიმ, ბელგიელი ქსავიე მალისი 2 სეტში დაამარცხა 7:5 6:2 და ტორონტოს მესამე წრეში გავიდა.

“პირველი თამაშები, ნებისმიერ ტურნირზე საკმაოდ რთულია”–განაცხადა 23 წლის ჩოგბურთელმა.”ქსავიეს ფორჰენდი მძიმე მისაღები იყო, თუმცა პირველი სეტის ბოლოსკენ მეტოქის თამაშს ალღო ავუღე და მას უკან რთულად მოსაგერიებელ ბურთებს ვუბრუნებდი.”

შოტლანდიელმა მატჩი მძიმედ დაიწყო. პირველად ბრეიკი ბელგიელმა მოიპოვა, თუმცა სეტზე მოწოდება ვერ მოახერხა და  მარეიმ 5:5ზე ანგარიში  გაათანაბრა. ამის შემდეგ მატჩში ენდი დომინირებდა. ქსავიემ უნებლის შეცდომებს უმატა და ჯერ პირველი სეტი დათმო ანგარიშით 5:7, შემდეგ კი მეორე სეტი წააგო 2:6.

მარეის შემდეგი მეტოქე მეთხუთმეტე ნომრად განთესილი  ფრანგი გაელ მონფისი იქნება, რომელმაც ტიემო დე ბეკერი გამოთიშა ტურნირს 7:5 6:3.

“გაელთან მატჩი საინტერესო იქნება. იგი საკმაოდ სწრაფია, ხტება ძალიან მაღლა და თითქმის ყველა ბურთის მოგერიება შეუძლია. თამაში საკმაოდ რთული იქნება. მე ვეცდები სლაისები გამოვიყენო, კუთხეებში გავუშვა ბურთი და ვაიძულო გაელი, ბევრი იმოძრაოს.”–თქვა ენდიმ.

ველური ბარათის მფლობელი კანადელი ტორონტოს მეორე წრეშია

ველური ბარათის მფლობელმა, 22 წლის კანადელმა პიტერ პოლანსკიმ ავსტრიელი იურგენ მელცერი დაამარცხა 7:6 6:4 და ტორონტოს მასტერსის მეორე რაუნდში გავიდა.

პოლანსკი, რომელიც რეიტინგში 205–ე პოზიციას იკავებს, პირველი კანადელია (სიმონ ლაროუზის შემდეგ, რომელმაც 2003 წელს გუსტავო კუერტენი დაამარცხა), რომელმაც ტოპ 15ის წარმომადგენელს სძლია.

“ბოლო ხანებში ბევრი ვივარჯიშე ტოპ ჩოგბურთელებთან. როცა კორტზე გამოვდიოდი, ვიცოდი, რომ გამარჯვება შემეძლო, სწორედ ეს გავაკეთე დღეს”–თქვა პოლანსკიმ. “ძალიან მიხარია, რომ გამარჯვება შევძელი, შესანიშნავი მატჩი ჩავატარე. მთელი თამაშის განმავლობაში, ფოკუსირებული ვიყავი და ყურადღება არ მომიდუნებია.”

რუსმა მეთორმტე ჩოგანმა, მიხეილ იუჟნიმ, ფრანგი ჟილ სიმონი დაამარცხა 6:4 6:4 და ტურნირის შემდეგ ეტაპზე გავიდა.

თამაში 30 წუთიანი დაგვიანებით დაიწყო. ჟილ სიმონმა ტორონტოს გადატვირთული მოძრაობა საკუთარ თავზე იწვნია და მატჩზე ნახევარი საათით დააგვიანა. საბოლოოდ, კი შეხვედრა 8 საათის მერე დასრულდა, რაც წვიმის გამო თამაშის 2ჯერ შეწყვეტით იყო განპირობებული.

მეორე ფრანგს, რიშარ გასკესაც არ გაუმართლა კანადაში. ტორონტოს ყოფილი ფინალისტი უკრაინელმა სერგეი სტახოვსკიმ გამოთიშა ასპარეზობას 7:5 6:1.

არგენტინელმა ხუან იგნასიო ჩელამ კოლუმბიელი ალეხანდრო ფალა დააამარცხა 6:0 6:3 და შემდეგ ეტაპზე მსოფლიოს მესამე ჩოგანს და კანადის 2 გზის გამარჯვებულ,  შვეიცარიელ როჯერ ფედერეს დაუპირისპირდება.

ბაღდატისი და ნალბანდიანი ვაშინგტონის ფინალში გავიდნენ

მერვე ნომრად განთესილმა კვიპროსელმა მარკოს ბაღდატისმა და ახლადგამოჯანმრთელებულმა არგენტინელმა, დავიდ ნალბანდიანმა, 2 სეტში დაამარცხეს მეტოქეები და ვაშინგტონის ფინალში გავიდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ მარკოსმა პირველი მოწოდების 43% მოათავსა კვადრატში, მხოლოდ ერთხელ დაბრეიკდა და ქსავიე მალისეს 2 სეტში სძლია 6:2 7:6.

“საკმაოდ მძიმე მატჩი იყო, რომელიც შესანიშნავად ჩავატარე. იდეალური ჩოგბურთი ვითამაშე ქსავიეს დასამარცხებლად. მე საჭირო დროს, საჭირო დარტყმებს ვიყენებდი. გადამწყვეტ მომენტებში კარგად ვმოქმედებ, რაც ჩემი დიდი უპირატესობაა”–განაცხადა მარკოსმა.

არგენტინელმა, რომელსაც აპრილის შემდეგ ტურში არ უთამაშია, იოლად დაამარცხა მეოთხე ნომრად განთესილი ხორვატი მარინ ჩილიჩი 6:2 6:2.

2002 წლის უიმბლდონის ფინალისტმა, დავიდ ნალბანდიანმა, რომელმაც სეზონის დიდი ნაწილი ტრავმის გამო გამოტოვა, 8 შანსიდან 5 ბრეიკი გამოიყენა და ზედიზედ მეორე შეხვედრაში სძლია ხორვატს.

“მარკოსი შესანიშნავი ჩოგბურთელია”–თქვა ბაღდატისზე დავიდმა.”ჩვენ ერთმანეთის თამაშს კარგად ვიცნობთ. შეიძლება ითქვას, რომ უკანა ხაზზე ერთნაირად ვმოქმედებთ. მთავარია, ჩემი თავის მჯეროდეს, რაც არც თუ ისე ძნელია, მე ხომ ამ ბოლო დროს,  კარგად ვთამაშობ”.

ტრავმირებული უილიამსი ცინცინატში ვეღარ იასპარეზებს

7 გზის დიდი შლემის გამარჯვებული, ამერიკელი ვენუს უილიამსი, მუხლის ტრავმის გამო, ცინცინატიდან მოიხსნა.

უილიამსმა, რომელმაც ცინცინატში გამართულ ტურნირზე პირველად  შარშან იასპარეზა, განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც წინა კვირას, ვარჯიშის ნორმალურ განრიგს დაუბრუნდა, მწვავე ტკივილი იგრძნო მუხლის არეში.

“ჩემმა სამედიცინო მრჩეველმა და ფიზიკური მომზადების მწვრთნელმა მითხრეს, რომ კარგი იქნება, თუკი ვარჯიშს იქამდე არ დავიწყებ, სანამ ტკივილი არ გამივლის. მეც, იძულებული ვარ, მათ დავეთანხმო”–განაცხადა ვენუსმა, რომლის დაც, მსოფლიოს პირველი ჩოგანი, სერენა უილიამს, ტრავმის გამო გამოტოვებს ამერიკის ღია პირველობისათვის მოსამზადებელ ტურნირებს.

მიუხედავად უილიამსების დანაკარგისა, ტურნირზე ტოპ ათეულიდან 8, ხოლო ტოპ ოცდაათეულიდან–26 ჩოგბურთლი მიიღებს მონაწილეობას. ტურნირზე გამოვა მოქმედი ჩემპიონი, სერბი ელენა იანკოვიჩი, us open–ის მოქმედი გამარჯვებული, ბელგიელი კიმ კლაისტერსი, 3 გზის დიდი შლემის მფლობელი რუსი მარია შარაპოვა და სხვები.

ძირითადი ბადის პირველი თამაშები ორშაბათიდან დაიწყება, ფინალი კი 15 აგვისტოს  გაიმართება.

ვოზნიაცკი კოპენჰაგენის ნახევარფინალშია

ტურნირის პირველმა ჩოგანმა, კაროლინ ვოზნიაცკიმ, დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, გერმანელ იულია გეორგესის დამარცხება შეძლო 3:6 6:0 7:6 და კოპენჰაგენის ნახევარფინალში გავიდა.

ვოზნიაცკის გერმანელი ოპონენტი, ტურნირის მეხუთე ჩოგანი, მატჩზე აწვდიდა, თუმცა უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო და ტაი–ბრეიკზე დამარცხდა.

დანიელის შემდეგი მეტოქე, ქართული წარმომავლობის რუსი ჩოგბურთელი, ანა ჩაკვეტაძეა. ყოფილმა მეექვესე და ამჯამად 74–ე ჩოგანმა, რომელიც ტურნირის ძირითად ბადეში კვალიფიკაციის გავლით მოხვდა, შედარებით იოლად დაამარცხა ტურნირის მეექვსე ჩოგანი პოლონა ჰერცოგი 6:4 6:3

ტურნირის მეორე ჩოგანმა, ჩინელმა ლი ნამ 6:1 6:2 დაამარცხა გერმანელი ანჟელიკ კერბერი და ნახევარფინალში კლარა ზაკაპალოვას შეხვდება, რომელმაც რუმინელი სორანა კირსტია გამოთიშა ტურნირს 6:1 7:5

კოკო ვანდევეგი სან–დიეგოს მეოთხედფინალშია

ამერიკელმა თინეიჯერმა, კოკო ვანდევეგმა, მატჩის შემობრუნება შეძლო და წლევანდელი უიმბლდონის ფინალისტი, ვერა ზვონარევა დაამარცხა 2:6 7:5 6:4.

18 წლის ამერიკელი მთელი მატჩის განმავლობაში აგრესიულად თამაშობდა და უკანა ხაზზე თუ ბადესთან, ერთნაირი სიძლიერით ასრულებდა კომბინაციებს.

“მატჩის რაღაც ეტაპზე თამაში შევწყვიტე და სისულელეების კეთება დავიწყე”–განაცხადა მატჩის შემდგომ ინტერვიუზე ვერამ, რომელიც ცრემლებს ვერ მალავდა.”ბურთებს ცენტრში ვუგზავნიდი მოწინააღმდეგეს, სწორედ იქ, სადაც მისი დარტყმის ზონა იყო, პირდაპირ ხელებში. ტაქტიკა უნდა შემეცვალა. ეს ისაა, რაც ტოპ ჩოგბურთელს მოეთხოვება.”

სან–დიეგოს მკვიდრი, კოკო ვანდევეგი, რომელიც ოლიმპიელი მოცურავის ქალიშვილია, თავის სიმაღლესთან შედარებით კარგად მოძრაობდა. მის ძლიერ ჩაწოდებას და მძიმე დარტყმებს, რუსი ვერაფერს უპირისპირებდა.

“შესანიშნავია, მოუგო ჩოგბურთელს, რომელიც შენზე ბევრად წინაა რეიტინგში. ძალიან კარგია, როცა  ტოპ ათეულის ჩოგბურთელს უგებს მატჩს”–თქვა მსოფლიოს 205–ე ჩოგანმა.

კოკოს შემდეგი მეტოქე, 2 გზის დიდი შლემის გამარჯვებული, სვეტლანა კუზნეცოვაა. მეოთხედფინალში გასასვლელად რუსმა მთელი რეზერვი გამოიყენა დაა დაძაბულ შეხვედრაში იტალიელი სარა ერანი დაამარცხა 6:1 6:7(5) 7:5.

“ჩვენთან, რუსეთში ამბობენ, “ყველაფერი კარგია, რაც კარგად მთავრდება”–თქვა კუზნეცოვამ.”მე მჭირდება ისეთი მატჩების მოგება, როდესაც გამარჯვებას ბრძოლაში ვაღწევ. მიუხედავად იმისა რომ ბევრი დრო წაიღო, მიხარია, რომ გადამწყვეტ მომენტებში სწორედ ვიქცეოდი.”

სლოვაკმა დანიელა ხანტუხოვამ ჩინელი ძენგ ჟი დააამარცხა 2 სეტში 6:2 6:1 და რუს ალისა კლეიბანოვას შეხვდება. იტალიელმა ფალვია პენეტამ რუსი მარია კირილენკო გამოთიშა ასპარეზობას 6:4 7:6(5) და მეოთხედფინალში ტურნირის მეორე ჩოგანს, ავსტრალიელ სამანტა სტოსურს დაუპირისპირდება.

იანკოვიჩი და საფინა სან–დიეგოს გამოეთიშნენ

21 წლის რუსი, ალისა კლეიბანოვა პირველ სეტში 0:4 მარცხდებოდა, თუმცა შეძლო თამაშის შემოტრიალება და სერბ ელენა იანკოვიჩს სძლია 7:5 6:2. ტურნირის პირველ ჩოგანს, რომელმაც 2 კვირის წინ სლოვენიაში კოჭის ტრავმა მიიღო,  სისწრაფე და სიზუსტე აკლდა. სერბმა აღიარა, რომ სრულ ვარჯიშს, ჯერ არ დაბრუნებია.

” სიმართლე რო ვთქვა, სწრაფ გადაადგილებას ვუფრთხოდი, მეშინოდა, ტრავმა არ გამეღიზიანებინა.”–თქვა ელენამ.

“ელენა ძალიან კარგად იცავს თავს, უკან ბევრ ბურთს აბრუნებს და იძულებულს გხდის, დამატებითი დარტყმით მოიპოვო გათამაშება, რაც ხშირად არ გამოდის. ვიცი, რომ, თუკი ჩემს საუკეთესო  ჩოგბურთს ვთამაშობ, ჩემი დარტყმები საკმაოდ სწრაფი და ძლიერია”–განაცხადა ალისამ.

ტურნირის მეორე ჩოგანმა, ავსტრალიელმა სამანტა სტოსურმა, ამერიკელი თინეიჯერი, მელანი უდენი დაამარცხა ანგარიშით 6:4 6:4.

ავსტრალიელის ძლიერ ჩაწოდებასთან ამერიკელმა ვერაფერი გააწყო. თავის მხრივ, სემი მელანის სუსტ მეორე ჩაწოდებას უტევდა და გათამაშებებს ბადესთან გასვლით აგვირგვინებდა.

“მელანი ბევრს დარბის და ბევრ ბურთს აბრუნებს უკან. თუკი მას უფრო ცოტა დროს მისცემ დარტყმის მოსაგერიებლად, გამარჯვების მეტი შანსი გრჩება”–თქვა სტოსურმა.

ტურნირის მეოთხე ჩოგანმა, პოლონელმა აგნეშკა რადვანსკამ იოლად დაამარცხა ყოფილი პირველი ჩოგანი დინარა საფინა 6:1 6:3.

სამგზის დიდი სლემების ფინალისტმა, რომელმაც მხოლოდ 1 მატჩის მოგება შეძლო ბოლო 4 თვის განმავლობაში, უამრავი უნებლიე შეცდომა დაუშვა, რაც მატჩის წაგებად დაუჯდა.

“დინარა ბევრ მარტივ შეცდომას უშვებდა”–თქვა აგნეშკამ. “კორტები სწრაფი არ იყო, ამიტომაც რიტმის შეცვლას იოლად ვახერხებდი”.

ენდი როდიკმა ვაშინგტონი გამარჯვებით დაიწყო

ტურნირის პირველმა ჩოგანმა, ამერიკელმა ენდი როდიკმა, შესანიშნავად გამოიყენა ძლიერი ჩაწოდება და ნაკლებად ცნობილი სლოვენიელი, გრეგა ზემლა 6:4 6:4 დაამარცხა.

როდიკმა მხოლოდ 4 ეისი მოაწოდა, თუმცა მოწოდების 90% მოიგო. 84 წუთში დამარცხებულ 128 ჩოგანს, ბრეიკის შანსიც კი არ ქონია. მიუხედავად იმისა, რომ სლოვენიელი ბადეში კვალიფიკაციის გავლით  მოხვდა, მეცხრე ჩოგანს არ შეუშინდა და შესანიშნავად ითამაშა უკანა ხაზზე.

“ყოველი ქულა, რომელსაც გრეგა იგებდა, ძლიერი დარტყმების შედეგი იყო. მთლი მატჩის განმავლობაში, ვცდილობდი,  ბურთი ისეთ ადგილებში ჩამეგდო, საიდანაც მას შეტევა გაუჭირდებოდა. მე ამ ტაქტიკას კარგად ვიყენებდი. უნდა ითქვას რომ სლოვენილიც საკმაოდ კარგად ახერხებდა კონტრშეტევებს. მიუხედავად მძიმე ბრძოლის, ბედნიერი ვარ, რომ გამარჯვება მე დამრჩა”–განაცხადა ამერიკელმა.

მესამე წრეში როდიკი ფრანგ ჟილ სიმონს ხვდება, რომელსაც მხოლოდ 52 წუთი დასჭირდა რუსი იგორ კუნიცინის დასამარცხებლად 6:1 6:1.

ამერიკელმა ჯონ იზნერმა 7:6(6) 7:6(8) დაამარცხა 21 წლის ტიემო დე ბეკერი და რევანში აიღო უიმბლდონის დამარცხების გამო.

“დე ბეკერი, ისევე როგორც მე შესანიშნავად აწვიდა”–განაცხადა ჯონმა, რომელმაც მატჩის განმავლობაში 15 ეისის მოწოება შეძლო.” ცუდად არ მითამაშია, თუმცა შეუპოვრობა მაკლდა. გულწრფელად რომ ვთქვათ, დღეს ის ჩემზე უკეთ თამაშობდა, ამიტომ გამარჯვებით ძალიან ბედნიერი ვარ”.

ტურნირის მესამე ჩოგანმა, ესპანელმა ფერნანდო ვერდასკომ მეორე სეტში 2 მატჩპოინტის გადარჩენა შეძლო და მატჩიც მოუგო  ცაცია გერმანელ მიხაელ ბერერს 4:6 7:5 7:6(6). მეოთხე ნომრად განთესილმა ხორვატმა მარინ ჩილიჩმა :4 6:2 ძლია უზბეკ დენის ისტომინს, ამერიკელმა მარდი ფიშმა კი ზედიზედ მოგებულ მატჩთა სერია 11მდე გაზარდა და სერბი ვიქტორ ტროიცკი გამოთიშა ტურნირს 6:4 6:3.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.