Archive

Author Archive

ამერიკის ღია პირველობა(კაცები) შედეგები

August 31, 2010 Leave a comment

დღის ცენტრალური შეხვედრა როჯერ ფედერერსა და ბრაიან დაბულს შორის შვეიცარიელი მაესტროს გამარჯვებით 6-1, 6-4  6-2 დასრულდა. როჯერი მთელი მატჩის განმავლობაში აგრესიულად თამაშობდა და 46 შედეგიანი დარტყმა მიითვალა.

“მე არასდროს წამიგია ღამის სესიისას. აქ თავს ისე ვგრძნობ როგორც საკუთარ სახლში” განაცხადა როჯერმა, რომელსაც ამ კორტებზე ღამის სესიისას 16 მოგება და არცერთი წაგება არ აქვს.

ფედერერი მეორე რაუნდში გერმანელ ანდრეს ბეკს(#104) შეხვდება.

რაც შეეხება სხვა შედეგებს.

19:00 Davydenko N. (Rus) 3 6 6 6
Russell M. (Usa) 0 4 1 3
19:00 De Bakker T. (Ned) 3 6 7 6
Gicquel M. (Fra) 0 4 5 2
19:00 Greul S. (Ger) 0 3 4 2
Gasquet R. (Fra) 3 6 6 6
19:00 Klizan M. (Svk) 0 1 3 0
Ferrero J.C. (Esp) 3 6 6 6
19:00 Marchenko I. (Ukr) 0 5 3 1
Cilic M. (Cro) 3 7 6 6
19:00 Nishikori K. (Jpn) 1 7 5
Korolev E. (Rus) 0 6 2
19:00 Phau B. (Ger) 1 4 5 6 64
Mello R. (Bra) 3 6 7 4 77
20:15 Andreev I. (Rus) 3 6 4 77 6
Zeballos H. (Arg) 1 3 6 64 3
20:15 Monfils G. (Fra) 3 3 6 6 65 6
Kendrick R. (Usa) 2 6 3 4 77 4
20:15 Soderling R. (Swe) 3 7 6 62 5 6
Haid-Maurer A. (Aut) 2 5 3 77 7 4
21:00 Dodig I. (Cro) 1 62 6 1
Gonzalez F. (Chi) 1 77 1 0
21:30 Ball C. (Aus) 3 64 6 6 6
Raonic M. (Can) 1 77 3 3 2
21:30 Mayer L. (Arg) 1 6 64 62 1
Rufin G. (Fra) 3 2 77 77 6
21:30 Melzer J. (Aut) 3 6 6 3 4 6
Tursunov D. (Rus) 2 4 2 6 6 2
21:30 Tipsarevic J. (Srb) 3 4 7 7 6
Rochus O. (Bel) 1 6 5 6 2
22:15 Berankis R. (Ltu) 3 6 65 6 6
Sweeting R. (Usa) 1 4 77 3 2
22:15 Dent T. (Usa) 3 6 7 6
Falla A. (Col) 0 4 5 1
22:15 Montanes A. (Esp) 3 5 1 7 77 6
Przysiezny M. (Pol) 2 7 6 5 65 0
22:15 Robert S. (Fra) 0 3 2 2
Roddick A. (Usa) 3 6 6 6
23:30 Anderson K. (Rsa) 3 6 6 6
Dev Varman S. (Ind) 0 3 4 3
23:30 Berrer M. (Ger) 0 63 3 1
Beck A. (Ger) 3 77 6 6
23:30 Smyczek T. (Usa) 0 3 5 66
Bellucci T. (Bra) 3 6 7 78
01:00 Hewitt L. (Aus) 2 3 4 7 6 1
Mathieu P-H. (Fra) 3 6 6 5 4 6
04:15 Dabul B. (Arg) 0 1 4 2
Federer R. (Sui) 3 6 6 6

ფედერერი კიდევ ერთხელ აირჩიეს ATP მსოფლიო ტურის ჩოგბურთელთა საბჭოს პრეზიდენტად

August 29, 2010 Leave a comment

ATP მსოფლიო ტურის ჩოგბურთელთა საბჭოს წევრებმა ერთხმად აირჩიეს ფედერერი პრეზიდენტად და ნადალი ვიცე პრეზიდენტად

2010-2012 წლების ATP  მსოფლიო ტურის საბჭოს წევრები
Yves Allegro
Eric Butorac
Roger Federer (პრეზიდენტი)
Ashley Fisher
Fernando Gonzalez
Peter Luczak
Rafael Nadal (ვიცე პრეზიდენტი)
Jarkko Nieminen
Sam Querrey
Nenad Zimonjic
Claudio Pistolesi (მწვრთნელი)
Ignacio Hirigoyen (ყოფილი აღსაზრდელი)

ლადო ჩიხლაძე

August 10, 2010 Leave a comment

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში 1985 წლის 15 ივნისს. საუკეთესო შედეგი — ATP პროფესიონალ ჩოგბურთელთა რეიტინგში 350-ე ადგილი (2007 წლის 15 ოქტომბერი). 2005 წელი დაასრულა მსოფლიოს რეიტინგში 513-ე პოზიციაზე, 2006 წელი – 546-ზე, 2007 წელი – 372-ზე. 2009 წლის 25 მაისის მდგომარეობით, რეიტინგში 971-ე ადგილზეა.

საქართველოს კაცთა საჩოგბურთო ნაკრების შემადგენლობაში დევისის თასზე ჩაატარა 28 შეხვედრა, საიდანაც 12 მოიგო და 16 წააგო. ერთეულთა თანრიგში მოიგო 6 და წააგო 11 მატჩი, წყვილთა თანგირში გაიმარჯვა 6 შეხვედრაში, 5-ში კი დამარცხდა.

2006 წელს მოიგო სამივე გადამწყვეტი შეხვედრა დევისის თასზე, რითაც მოუტანა გუნდს ევროპა/აფრიკის ზონის პირველი ჯგუფის საგზური.

მიღწევები ერთეულთა თანრიგში

2005 წელი, თებერვალი — მოიგო ჩელენჯერის სერიის ტურნირი ავსტრიაში, გავიდა ჩელენჯერის სერიის ტურნირის ფინალში იტალიაში.

2006 წელი, ივლისი — მოიგო ჩელენჯერის სერიის ტურნირი რუმინეთში.

2007 წელი, მარტი – მოიგო ფიუჩერსის სერიიის 2 ტურნირი შვეიცარიაში; ივლისი – მოიგო ფიუჩერსის სერიის ტურნირი საქართველოში; აგვისტო – მოიგო ფიუჩერსის სერიის ტურნირები საქართველოსა და გერმანიაში.

მიღწევები წყვილებში

2005 წელი, ოქტომბერი — მოიგო სატელიტის სერიის ტურნირი გერმანიაში დასტინ ბრაუნთან (იამაიკა) წყვილში.

2008 წელი, ოქტომბერი – მოიგო ფიუჩერსის სერიის ტურნირი საფრანგეთში რაბი ჩაკისთან (მაროკო) წყვილში.

დევისის თასი

პირველი შეხვედრა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ჩაატარა 2004 წელს იტალიის წინაამღდეგ (გასვლაზე). წყვილში ირაკლი ლაბაძესთან წააგო ჯიორჯიო გალიმბერტი/მასიმო ბერტოლინისთან 6-7 5-7 4-6, ერთეულთა თანრიგში კი გადამწყვეტი შეხვედრა დათმო ანდრეა სეპისთან 2-6 4-6 4-6.

ეგვიპტეს წინაამღდეგ თბილისში 2004 წლის 16-18 ივლისს მოიგო წყვილთა თანრიგში (ირაკლი ლაბაძესთან ერთად) 6-3 6-2 6-2, ერთეულებში კი წააგო ომარ ჰედაიეთთან 3-6 1-6.

2005 წელს ბულგარეთის და განას წინაამღდეგ ითამაშა 5 მატჩი, საიდანაც 2 მოიგო და 3 წააგო.

2006 წელს საქართველოს ნაკრების მიერ ჩატარებულ სამივე შეხვედრაში იყო გუნდის მეორე ნომერი. სამხრეთ აფრიკის წინაამღდეგ თბილისში პირველ დღეს წააგო მოწინაამღდეგე გუნდის ლიდერთან, უესლი მუდისთან ხუთ სეტში — 6-7 7-6 6-4 6-7 3-6. წყვილებში ლაბაძე/ჩიხლაძემ მოუგეს ჯეფ კუცის და უესლი მუდის. მესამე დღეს, გადამწყევ შეხვედრაში ლადო ჩიხლაძემ ადვილად დაამარცხა ისაკ ვან დერ მერვე 6-2 6-4 6-3.

პოლონეთის წინაამღდეგ გასვლით შეხვედრაში 2006 წლის 21-23 ივლისს წააგო ერთეულთა მატჩი ლუბოშ კუბოტთან 5-7 4-6 2-6 და წყვილში ლაბაძესთან — მარიუს ფრისტენბერგ/მარცინ მატკოვსკისთან 1-6 2-6 4-6. მეხუთე შეხვედრაში მოიპოვა გამარჯვება მარიუს ფრისტენბერგთან 7-5 7-6 7-6.

22-24 სექტემბერს უნგრეთში ასევე წააგო ერთეულთა პირველი მატჩი — კორნელ ბარდოშკისთან 4-6 7-6 1-6 2-6. როცა საქართველო 0-2 აგებდა, წყვილებში გუნდის პირველ ნომერთან, ირაკლი ლაბაძესთან ერთად ჩიხლაძემ კორნელ ბარდოშკი/გერგელი კისგიორგის წყვილს მოუგო 4-6 6-0 6-3 6-2. გადამწყვეტ შეხვედრაში კი, რომელმაც საქართველოს პირველად ისტორიაში დევისის თასის ევროპა/აფრიკის ზონის პირველ ჯგუფში ადგილი მოუტანა, ჩიხლაძემ უნგრელი შებო კისი დაამარცხა ოთხსეტიან შეხვედრაში — 7-6 7-6 6-7 6-2.

2007 წელს ჩაატარა 5 შეხვედრა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, მათ შორის თბილისში – პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ – მოიგო 2 შეხვედრა, ხოლო სერბეთში, მასპინძელი ნაკრების ჩოგბურთელების წინააღმდეგ დათმო სამივე მატჩი. 2008 წელს წააგო 2 შეხვედრა ბელორუსიის ნაკრების წინააღმდეგ, 2009 წელს ლიტვაში კი 3 შეხვედრიდან ერთში დამარცხდა.

საქველმოქმედო ტურნირი ბათუმში

August 10, 2010 Leave a comment

13, 14 და 15 აგვისტოს ბათუმში ჩატარდება საქველმოქმედო ტურნირი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ პოლიტიკოსები, მასმედიისა და შოუ ბიზნესის წარმომადგენლები.

პროექტის ორგანიზაროტია sportlife(რომლის ერთ-ერთი დამაარსებელი არის ცნობილი ქართველი ჩოგბურთელი ირაკლი ლაბაძე)

ფედერერი კიდევ ერთ რეკორდს უმიზნებს

August 10, 2010 Leave a comment

დიდი ხნის შესვენების შემდეგ მსოფლიოს მესამე ჩოგანი როჯერ ფედერერი კორტს კანადაში ტორონტო მასტერსზე უბრუნდება და პირველივე შეხვედრაში რეკორდის მოხსნის საშუალება აქვს. თუ ფედერერი შეძლებს თავისზე ერთი წლით უფროსი და რეიტინგში 47 ადგილით ქვემდგომი ჩელას დამარცხებას ის გახდება პირველი ჩოგბურთელი, რომელსაც მოგებული ექნება 210 მატჩი მასტერს 1000 რანგის ტურნირებზე.

შეგახსენებთ, რომ ფედერერს და ჩელას ერთმანეთთან ოთხჯერ აქვთ ნათამაშები და ეს ოთხივე შეხვედრა შვეიცარიელი მაესტროს გამარჯვებით დამთავრდა.

ჩელა

ფედერერი

ასაკი9დაბადების თარიღი0 30 (აგვისტო 30, 1979) 29 (აგვისტო 8, 1981)
საცხოვრებელი ადგილი ბუენოს აირესი, არგენტინა ბოტმინგენი, შვეიცარია
ATP რეიტინგი (კარიერაში უმაღლესი) No. 50 (No. 15 – აგვისტო 9, 2004) No. 3 (No. 1 – თებერვალი 2, 2004)
2010 მოგება-წაგება (მაგარ საფარზე) 19-18 (2-5) 31-9 (13-3)
2010 ფინალების მოგება-წაგება 1-0 1-2
კარიერაში ფინალების მოგება-წაგება 5-5 62-26
ბოლო ATP ფინალი/ბოლო ATP ტიტული ’10 Houston/’10 Houston ’10 Halle/’10 Aust. Open
2010 ტაიბრეიკების მოგება-წაგება 7-10 12-7
ამ ტურნირზე მოგება-წაგება (საუკეთესო შედეგი) 4-7 (მე-3 რაუნდი. – 2004) 22-6 (მოგება – 2004, ’06)
მწვრთნელი Pablo Fuente Paul Annacone

ირაკლი ლაბაძე

August 1, 2010 1 comment

დაიბადა თბილისში 1981 წლის 9 ივნისს.

პროფესიონალური კარიერა დაიწყო 1998 წელს. საუკეთესო შედეგი აჩვენა 2004, როცა ATP მსოფლიო ჩოგბურთელთა რეიტინგში დაიკავა 42-ე ადგილი (5 ივლისის მდგომარეობით). 2006 წელი დაასრულა მსოფლიოს რეიტინგში 164-ე პოზიციაზე. 2007 წლის მეორე ნახევარში და 2008 წლის დასაწყისში ტრავმის გამო ტურნირებში მონაწილეობა არ მიუღია. 2008 წელი ATP-ს რეიტინგში დაასრულა 531-ე ადგილზე, 2009 წლის 25 მაისისთვის კი 499-ე პოზიციას იკავებს. წყვილთა თანრიგში საუკეთესო პოზიცია რეიტინგში (მე-100) ჰქონდა 2001 წლის 29 ოქტომბერს. 2009 წლის 25 მაისისთვის კი ლაბაძე წყვილთა კლასიფიკაციაში 342-ეა.

კარიერაში პროფესიონალურ ტურნირებზე მოიგო 50 და წააგო 83 მატჩი, წყვილთა თანრიგში მოიგო 27 და დამარცხდა 34 შეხვედრაში. საპრიზო თანხის სახით მოიპოვა 1 234 443 აშშ დოლარი.

იუნიორები

ერთეულთა თანრიგში მოიგო 2 ტურნირი, ხოლო წყვილებში – ერთი. 1998 წლის უიმბლდონის ტურნირის ფინალში დამარცხდა მსოფლიოს მომავალ პირველ ჩოგანთან როჯერ ფედერერთან 4-6 4-6.

მიღწევები ერთეულთა თანრიგში

2000 წელი, იანვარი – მოიგო ფიუჩერსის სერიის ტურნირი აშშ-ში, ფლორიდას შტატში.

2000 წელი, ივნისი – მოიგო ფიუჩერსის სერიის ტურნირი ქალაქ ფიურტში (გერმანია).

2001 წელი, მაისი – მოიგო ჩელენჯერის სერიის ტურნირი ბირმინგემში (დიდი ბრიტანეთი), ფინალში დაამარცხა ამერიკელი ჯეიმს ბლეიკი. მოიგო ჩელენჯერის სერიის ტურნირი ბუქარესტში (რუმინეთი), ფინალში დაამარცხა ემილიო ბენფელე-ალვარესი (ესპანეთი).

2001 წელი, სექტემბერი – ATP სერიის შანჰაის (ჩინეთი) ტუნრირის პირველ წრეში ანგარიშით 7-6 7-5 დაამარცხა ანდრე აგასი, რომელსაც ტურნირის დაწყებამდე მსოფლიოში მე-2 ადგილი ეკავა. დამარცხდა ტურნირის მესამე წრეში კენეთ კარლსენთან (დანია).

2002 წელი, თებერვალი – მოიგო ჩელენჯერის სერიის ტურნირი ბრესტში (საფრანგეთი), ფინალში დაამარცხა პარადორნ შრიჩაპანი (ტაილანდი).

2002 წელი, სექტემბერი – მოიგო ჩელენჯერის სერიის ტურნირი კიევში (უკრაინა), ფინალში დაამარცხა გორკა ფრაილი (ესპანეთი).

2003 წელი, სექტემბერი – მოიგო ჩელენჯერის სერიის ტურნირი კიევში (უკრაინა), ფინალში დაამარცხა პეტრ კრალერტი (ჩეხეთი). მოიგო “St. Jean de Luz”-ის ჩელენჯერის სერიის ტურნირი (საფრანგეთი), ფინალში დაამარცხა ფრანგი ფაბრის სანტორო.

2003 წელი, ნოემბერი – მოიგო ჩელენჯერის სერიის ტურნირი დნეპროპეტროვსკში (უკრაინა), ფინალში დაამარცხა ჰარელ ლევი (ისრაელი).

2004 წელი, მარტი – მიაღწია ყველაზე დიდ წარმატებას პროფესიონალურ დონეზე, ATP Masters-ის სერიის ტურნირზე ინდიან-უელსში (აშშ) გავიდა ნახევარფინალში. დაამარცხა პირველ წრეში ტიერი ასკიონე (საფრანგეთი), მეორეში – კარლოს მოია (ესპანეთი), მესამეში – ხიშამ არაზი (მაროკო), 1/8-ფინალში – აუგუსტინ კალიერი (არგენტინა), 1/4-ფინალში – ჯეიმს ბლეიკი (აშშ), 1/2-ფინალში დამარცხდა ტიმ ჰენმანთან (დიდი ბრიტანეთი) ანგარიშით 3-6 2-6.

2004 წელი, აპრილი – ATP სერიის ეშტორილის (პორტუგალია) ტურნირში გავიდა 1/2-ფინალში, სადაც პირველ სეტში 2-3 ანგარიშის შემდეგ დანებდა რუს მარატ საფინთან.

2005 წელი, ივნისი – მოიგო ჩელენჯერის სერიის ტურნირი ბიელაში (იტალია), ფინალში დაამარცხა კარლოს ბერლოკი (არგენტინა).

2006 წელი, ივნისი – უიმბლდონის (დიდი ბრიტანეთი) დიდი მუზარადის ტურნირზე გაიარა საკვალიფიკაციო ბადის 3 და ძირითადი ბადის 3 წრე. ძირითადი ბადის მეორე წრეში დაამარცხა მსოფლიოს რეიტინგში მე-12 ადგილზე მყოფი გილიერმო კორია (არგენტინა) 6-4 6-2 6-3, მესამე წრეში – ამერიკელი მერდი ფიში (2-6, ტრავმა), მერვედფინალში კი მსოფლიოს მეორე ჩოგანთან რაფაელ ნადალთან (ესპანეთი) დამარცხდა ანგარიშით 3-6 6-7 3-6.

მიღწევები წყვილებში

2000 წელი – ფრანსისკო კოსტასთან (ესპანეთი) წყვილში მოიგო კიტოს (ეკვადორი) ჩელენჯერის სერიის ტურნირი. დუშან ვემიჩთან (იუგოსლავია) წყვილში მოიგო სანტიაგოს (ჩილე) ჩელენჯერის სერიის ტურნირი.

2003 წელი – როჯერ ვასენთან (ნიდერლანდები) წყვილში მოიგო მიუნჰენგლადბახის (გერმანია) ჩელენჯერის სერიის ტურნირი.

2005 წელი – იური შჩიუკინთან (რუსეთი) წყვილში მოიგო რეჯიო-ემილიის (იტალია) ჩელენჯერის სერიის ტურნირი.

2006 წელი – უიმბლდონის (დიდი ბრიტანეთი) დიდი მუზარადის ტურნირზე დუშან ვემიჩთან (სერბია) წყვილში გაიარა საკვალიფიკაციო ბადე და ძირითადი ბადის 2 წრე, რის შემდეგაც 1/8-ფინალში დამარცხდა 5-სეტიან შეხვედრაში.

სამჯერ დამარცხდა ATP სერიის ტურნირების ფინალში – 2001 წელს ატილა სავოლტთან (უნგრეთი) წყვილში სოპოტის (პოლონეთი) ტურნირზე, 2001 და 2002 წლებში მარატ საფინთან (რუსეთი) წყვილში სანქტ-პეტერბურგის (რუსეთი) ტურნირზე.

დევისის თასი

საქართველოს კაცთა საჩოგბურთო ნაკრების შემადგენლობაში დევისის თასზე ჩაატარა 32 შეხვედრა, საიდანაც 24 მოიგო და 8 წააგო. ერთეულთა თანრიგში მოიგო 15 და წააგო 4 მატჩი, წყვილთა თანგირში გაიმარჯვა 9 შეხვედრაში, 4-ში კი დამარცხდა. პირველი შეხვედრა დევისის თასზე საქართველოს სახელით ჩაატარა 2003 წლის 11 ივნისს, ბოსნიისა და ჰერცოგოვინის წარმომადგენლის იგორ რაჩიჩის წინააღმდეგ (6-2, 6-3). 2006 წლის 22-24 სექტემბერს, ბუდაპეშტში, ლადო ჩიხლაძესთან ერთად შეძლო მასპინძელთა ნაკრების დამარცხება (3-2), რის შემდეგაც საქართველო დევისის თასის ევროპა/აფრიკის ზონის პირველ ჯგუფში გადაინაცვლა. 2009 წელს, ლიტვის ნაკრების წინააღმდეგ ჩატარებულ შეხვედრაში, წააგო გადამწყვეტი შეხვედრა ერთეულთა თანრიგში.

წყარო wikipedia

ფედერერი ოჯახთან ერთად ხმელთაშუა ზღვაზე

July 17, 2010 Leave a comment

This slideshow requires JavaScript.

როდიკი ატლანტაში ითამაშებს

July 16, 2010 1 comment

ამერიკის პირველმა ჩოგანმა ენდი როდიკმა მიიღო  Atlanta Tennis Championships- ის ველური საშვი. შეგახსენებთ, რომ როდიკმა ამ ტურნირზე ბოლოს 2001 წელს იმარჯვა

2001 წლის 29 აპრილს 18 წლის ენდი როდიკმა ფინალში დაამარცხა ბელგიელი ხავიერ მალისე და გახდა მეორე თინეიჯერი ჩოგბურთელი მაიკლ ჩანგის შემდეგ, რომელმაც შეძლო ATP ტიტულის მოგება.

მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს მოგებული აქვს 29 ATP ტიტული. როდიკი როჯერ ფედერერთან ერთად არის მოქმედი ჩოგბურთელი, რომელიც წელს ამთავრებს “ტოპ ათეულში” ბოლო რვა წლის განმავლობაში და ერთადერთია, რომელსაც მოგებული აქვს წელიწადში სულ მცირე ერთი ტიტული ბოლო ათი წლის განმავლობაში.

როდიკი წყვილებშიც ითამაშებს თანამემამულე მარდი ფიშთან ერთად.

დევისის თასი

July 16, 2010 4 comments

რაფაელ ნადალის ოცნებების კვირა

July 16, 2010 Leave a comment

მსოფლიოს პირველი ჩოგანი რაფაელ ნადალი იყო იმ ადამიანებს შორის, რომლებიც გულშემატკივრობდნენ ესპანეთის ნაკრებს, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში. marca-სთან საუბრისას მან განაცხადა, რომ ის ძალიან ემოციურად გულშემატკივრობდა თავის ქვეყანას და თამაშის დამთავრების შემდეგ ტიროდა როგორც ბავშვი.

ამ ტრიუმფამდე ერთი კვირით ადრე, ნადალმა შეძლო უიმბლდონის მეორე ტიტულის მოგება.

Categories: Uncategorized
Follow

Get every new post delivered to your Inbox.