Archive

Archive for the ‘ბიოგრაფიები’ Category

ჯიმ კურიე 40 წლისაა

August 17, 2010 Leave a comment

დღეს, 17 აგვისტოს თავის 40 წლის უიბილეს აღნიშნავს მსოფლიო ჩოგბურთის ვარსკვლავი, ექს პირველი ჩოგანი – ამერიკელი ჯიმ კურიე.
მისი დებიუტი პროფესიონალურ ტურნირებზე 1988 წელს მოხდა. პირველი ტიტული კი ერთი წლის შემდეგ შვეიცარიის ქალაქ ბაზელში გამართულ ტურნირზე მოიპოვა. თავისი კარიერის მანძილზე ჯიმმა მოიგო 23 ტიტული ერთეულთა თანრიგში და 6 წყვილთა თანრიგში. ასევე გაიმარჯვა დიდი შლემის 4 ტურნირზე – როლან გაროსი 1991-1992 და ავსტრალიენ ოუფენი 1992-1993წლებში . ასევე იყო ფინალში ამერიკის ღია პირველობაზე 1991 წელს, როლანგაროსზე და უიმბლდონზე 1993 წელს.
1992 და 1995 წლებში ამერიკის ნაკრების შემადგენლობაში მოიგო დევისის თასი. 1992 წლის სეზონი დაამთავრა პირველი ჩოგნის რანგში. კარიერის განმავლობაში გამოიმუშავა $14,034,132 . კარიერა 2000 წელს დაასრულა, დღესდღეობით კი აქტიურად იღებს მონაწილეობას ვეტერანთა ტურნირებში.

ლადო ჩიხლაძე

August 10, 2010 Leave a comment

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში 1985 წლის 15 ივნისს. საუკეთესო შედეგი — ATP პროფესიონალ ჩოგბურთელთა რეიტინგში 350-ე ადგილი (2007 წლის 15 ოქტომბერი). 2005 წელი დაასრულა მსოფლიოს რეიტინგში 513-ე პოზიციაზე, 2006 წელი – 546-ზე, 2007 წელი – 372-ზე. 2009 წლის 25 მაისის მდგომარეობით, რეიტინგში 971-ე ადგილზეა.

საქართველოს კაცთა საჩოგბურთო ნაკრების შემადგენლობაში დევისის თასზე ჩაატარა 28 შეხვედრა, საიდანაც 12 მოიგო და 16 წააგო. ერთეულთა თანრიგში მოიგო 6 და წააგო 11 მატჩი, წყვილთა თანგირში გაიმარჯვა 6 შეხვედრაში, 5-ში კი დამარცხდა.

2006 წელს მოიგო სამივე გადამწყვეტი შეხვედრა დევისის თასზე, რითაც მოუტანა გუნდს ევროპა/აფრიკის ზონის პირველი ჯგუფის საგზური.

მიღწევები ერთეულთა თანრიგში

2005 წელი, თებერვალი — მოიგო ჩელენჯერის სერიის ტურნირი ავსტრიაში, გავიდა ჩელენჯერის სერიის ტურნირის ფინალში იტალიაში.

2006 წელი, ივლისი — მოიგო ჩელენჯერის სერიის ტურნირი რუმინეთში.

2007 წელი, მარტი – მოიგო ფიუჩერსის სერიიის 2 ტურნირი შვეიცარიაში; ივლისი – მოიგო ფიუჩერსის სერიის ტურნირი საქართველოში; აგვისტო – მოიგო ფიუჩერსის სერიის ტურნირები საქართველოსა და გერმანიაში.

მიღწევები წყვილებში

2005 წელი, ოქტომბერი — მოიგო სატელიტის სერიის ტურნირი გერმანიაში დასტინ ბრაუნთან (იამაიკა) წყვილში.

2008 წელი, ოქტომბერი – მოიგო ფიუჩერსის სერიის ტურნირი საფრანგეთში რაბი ჩაკისთან (მაროკო) წყვილში.

დევისის თასი

პირველი შეხვედრა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ჩაატარა 2004 წელს იტალიის წინაამღდეგ (გასვლაზე). წყვილში ირაკლი ლაბაძესთან წააგო ჯიორჯიო გალიმბერტი/მასიმო ბერტოლინისთან 6-7 5-7 4-6, ერთეულთა თანრიგში კი გადამწყვეტი შეხვედრა დათმო ანდრეა სეპისთან 2-6 4-6 4-6.

ეგვიპტეს წინაამღდეგ თბილისში 2004 წლის 16-18 ივლისს მოიგო წყვილთა თანრიგში (ირაკლი ლაბაძესთან ერთად) 6-3 6-2 6-2, ერთეულებში კი წააგო ომარ ჰედაიეთთან 3-6 1-6.

2005 წელს ბულგარეთის და განას წინაამღდეგ ითამაშა 5 მატჩი, საიდანაც 2 მოიგო და 3 წააგო.

2006 წელს საქართველოს ნაკრების მიერ ჩატარებულ სამივე შეხვედრაში იყო გუნდის მეორე ნომერი. სამხრეთ აფრიკის წინაამღდეგ თბილისში პირველ დღეს წააგო მოწინაამღდეგე გუნდის ლიდერთან, უესლი მუდისთან ხუთ სეტში — 6-7 7-6 6-4 6-7 3-6. წყვილებში ლაბაძე/ჩიხლაძემ მოუგეს ჯეფ კუცის და უესლი მუდის. მესამე დღეს, გადამწყევ შეხვედრაში ლადო ჩიხლაძემ ადვილად დაამარცხა ისაკ ვან დერ მერვე 6-2 6-4 6-3.

პოლონეთის წინაამღდეგ გასვლით შეხვედრაში 2006 წლის 21-23 ივლისს წააგო ერთეულთა მატჩი ლუბოშ კუბოტთან 5-7 4-6 2-6 და წყვილში ლაბაძესთან — მარიუს ფრისტენბერგ/მარცინ მატკოვსკისთან 1-6 2-6 4-6. მეხუთე შეხვედრაში მოიპოვა გამარჯვება მარიუს ფრისტენბერგთან 7-5 7-6 7-6.

22-24 სექტემბერს უნგრეთში ასევე წააგო ერთეულთა პირველი მატჩი — კორნელ ბარდოშკისთან 4-6 7-6 1-6 2-6. როცა საქართველო 0-2 აგებდა, წყვილებში გუნდის პირველ ნომერთან, ირაკლი ლაბაძესთან ერთად ჩიხლაძემ კორნელ ბარდოშკი/გერგელი კისგიორგის წყვილს მოუგო 4-6 6-0 6-3 6-2. გადამწყვეტ შეხვედრაში კი, რომელმაც საქართველოს პირველად ისტორიაში დევისის თასის ევროპა/აფრიკის ზონის პირველ ჯგუფში ადგილი მოუტანა, ჩიხლაძემ უნგრელი შებო კისი დაამარცხა ოთხსეტიან შეხვედრაში — 7-6 7-6 6-7 6-2.

2007 წელს ჩაატარა 5 შეხვედრა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, მათ შორის თბილისში – პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ – მოიგო 2 შეხვედრა, ხოლო სერბეთში, მასპინძელი ნაკრების ჩოგბურთელების წინააღმდეგ დათმო სამივე მატჩი. 2008 წელს წააგო 2 შეხვედრა ბელორუსიის ნაკრების წინააღმდეგ, 2009 წელს ლიტვაში კი 3 შეხვედრიდან ერთში დამარცხდა.

ირაკლი ლაბაძე

August 1, 2010 1 comment

დაიბადა თბილისში 1981 წლის 9 ივნისს.

პროფესიონალური კარიერა დაიწყო 1998 წელს. საუკეთესო შედეგი აჩვენა 2004, როცა ATP მსოფლიო ჩოგბურთელთა რეიტინგში დაიკავა 42-ე ადგილი (5 ივლისის მდგომარეობით). 2006 წელი დაასრულა მსოფლიოს რეიტინგში 164-ე პოზიციაზე. 2007 წლის მეორე ნახევარში და 2008 წლის დასაწყისში ტრავმის გამო ტურნირებში მონაწილეობა არ მიუღია. 2008 წელი ATP-ს რეიტინგში დაასრულა 531-ე ადგილზე, 2009 წლის 25 მაისისთვის კი 499-ე პოზიციას იკავებს. წყვილთა თანრიგში საუკეთესო პოზიცია რეიტინგში (მე-100) ჰქონდა 2001 წლის 29 ოქტომბერს. 2009 წლის 25 მაისისთვის კი ლაბაძე წყვილთა კლასიფიკაციაში 342-ეა.

კარიერაში პროფესიონალურ ტურნირებზე მოიგო 50 და წააგო 83 მატჩი, წყვილთა თანრიგში მოიგო 27 და დამარცხდა 34 შეხვედრაში. საპრიზო თანხის სახით მოიპოვა 1 234 443 აშშ დოლარი.

იუნიორები

ერთეულთა თანრიგში მოიგო 2 ტურნირი, ხოლო წყვილებში – ერთი. 1998 წლის უიმბლდონის ტურნირის ფინალში დამარცხდა მსოფლიოს მომავალ პირველ ჩოგანთან როჯერ ფედერერთან 4-6 4-6.

მიღწევები ერთეულთა თანრიგში

2000 წელი, იანვარი – მოიგო ფიუჩერსის სერიის ტურნირი აშშ-ში, ფლორიდას შტატში.

2000 წელი, ივნისი – მოიგო ფიუჩერსის სერიის ტურნირი ქალაქ ფიურტში (გერმანია).

2001 წელი, მაისი – მოიგო ჩელენჯერის სერიის ტურნირი ბირმინგემში (დიდი ბრიტანეთი), ფინალში დაამარცხა ამერიკელი ჯეიმს ბლეიკი. მოიგო ჩელენჯერის სერიის ტურნირი ბუქარესტში (რუმინეთი), ფინალში დაამარცხა ემილიო ბენფელე-ალვარესი (ესპანეთი).

2001 წელი, სექტემბერი – ATP სერიის შანჰაის (ჩინეთი) ტუნრირის პირველ წრეში ანგარიშით 7-6 7-5 დაამარცხა ანდრე აგასი, რომელსაც ტურნირის დაწყებამდე მსოფლიოში მე-2 ადგილი ეკავა. დამარცხდა ტურნირის მესამე წრეში კენეთ კარლსენთან (დანია).

2002 წელი, თებერვალი – მოიგო ჩელენჯერის სერიის ტურნირი ბრესტში (საფრანგეთი), ფინალში დაამარცხა პარადორნ შრიჩაპანი (ტაილანდი).

2002 წელი, სექტემბერი – მოიგო ჩელენჯერის სერიის ტურნირი კიევში (უკრაინა), ფინალში დაამარცხა გორკა ფრაილი (ესპანეთი).

2003 წელი, სექტემბერი – მოიგო ჩელენჯერის სერიის ტურნირი კიევში (უკრაინა), ფინალში დაამარცხა პეტრ კრალერტი (ჩეხეთი). მოიგო “St. Jean de Luz”-ის ჩელენჯერის სერიის ტურნირი (საფრანგეთი), ფინალში დაამარცხა ფრანგი ფაბრის სანტორო.

2003 წელი, ნოემბერი – მოიგო ჩელენჯერის სერიის ტურნირი დნეპროპეტროვსკში (უკრაინა), ფინალში დაამარცხა ჰარელ ლევი (ისრაელი).

2004 წელი, მარტი – მიაღწია ყველაზე დიდ წარმატებას პროფესიონალურ დონეზე, ATP Masters-ის სერიის ტურნირზე ინდიან-უელსში (აშშ) გავიდა ნახევარფინალში. დაამარცხა პირველ წრეში ტიერი ასკიონე (საფრანგეთი), მეორეში – კარლოს მოია (ესპანეთი), მესამეში – ხიშამ არაზი (მაროკო), 1/8-ფინალში – აუგუსტინ კალიერი (არგენტინა), 1/4-ფინალში – ჯეიმს ბლეიკი (აშშ), 1/2-ფინალში დამარცხდა ტიმ ჰენმანთან (დიდი ბრიტანეთი) ანგარიშით 3-6 2-6.

2004 წელი, აპრილი – ATP სერიის ეშტორილის (პორტუგალია) ტურნირში გავიდა 1/2-ფინალში, სადაც პირველ სეტში 2-3 ანგარიშის შემდეგ დანებდა რუს მარატ საფინთან.

2005 წელი, ივნისი – მოიგო ჩელენჯერის სერიის ტურნირი ბიელაში (იტალია), ფინალში დაამარცხა კარლოს ბერლოკი (არგენტინა).

2006 წელი, ივნისი – უიმბლდონის (დიდი ბრიტანეთი) დიდი მუზარადის ტურნირზე გაიარა საკვალიფიკაციო ბადის 3 და ძირითადი ბადის 3 წრე. ძირითადი ბადის მეორე წრეში დაამარცხა მსოფლიოს რეიტინგში მე-12 ადგილზე მყოფი გილიერმო კორია (არგენტინა) 6-4 6-2 6-3, მესამე წრეში – ამერიკელი მერდი ფიში (2-6, ტრავმა), მერვედფინალში კი მსოფლიოს მეორე ჩოგანთან რაფაელ ნადალთან (ესპანეთი) დამარცხდა ანგარიშით 3-6 6-7 3-6.

მიღწევები წყვილებში

2000 წელი – ფრანსისკო კოსტასთან (ესპანეთი) წყვილში მოიგო კიტოს (ეკვადორი) ჩელენჯერის სერიის ტურნირი. დუშან ვემიჩთან (იუგოსლავია) წყვილში მოიგო სანტიაგოს (ჩილე) ჩელენჯერის სერიის ტურნირი.

2003 წელი – როჯერ ვასენთან (ნიდერლანდები) წყვილში მოიგო მიუნჰენგლადბახის (გერმანია) ჩელენჯერის სერიის ტურნირი.

2005 წელი – იური შჩიუკინთან (რუსეთი) წყვილში მოიგო რეჯიო-ემილიის (იტალია) ჩელენჯერის სერიის ტურნირი.

2006 წელი – უიმბლდონის (დიდი ბრიტანეთი) დიდი მუზარადის ტურნირზე დუშან ვემიჩთან (სერბია) წყვილში გაიარა საკვალიფიკაციო ბადე და ძირითადი ბადის 2 წრე, რის შემდეგაც 1/8-ფინალში დამარცხდა 5-სეტიან შეხვედრაში.

სამჯერ დამარცხდა ATP სერიის ტურნირების ფინალში – 2001 წელს ატილა სავოლტთან (უნგრეთი) წყვილში სოპოტის (პოლონეთი) ტურნირზე, 2001 და 2002 წლებში მარატ საფინთან (რუსეთი) წყვილში სანქტ-პეტერბურგის (რუსეთი) ტურნირზე.

დევისის თასი

საქართველოს კაცთა საჩოგბურთო ნაკრების შემადგენლობაში დევისის თასზე ჩაატარა 32 შეხვედრა, საიდანაც 24 მოიგო და 8 წააგო. ერთეულთა თანრიგში მოიგო 15 და წააგო 4 მატჩი, წყვილთა თანგირში გაიმარჯვა 9 შეხვედრაში, 4-ში კი დამარცხდა. პირველი შეხვედრა დევისის თასზე საქართველოს სახელით ჩაატარა 2003 წლის 11 ივნისს, ბოსნიისა და ჰერცოგოვინის წარმომადგენლის იგორ რაჩიჩის წინააღმდეგ (6-2, 6-3). 2006 წლის 22-24 სექტემბერს, ბუდაპეშტში, ლადო ჩიხლაძესთან ერთად შეძლო მასპინძელთა ნაკრების დამარცხება (3-2), რის შემდეგაც საქართველო დევისის თასის ევროპა/აფრიკის ზონის პირველ ჯგუფში გადაინაცვლა. 2009 წელს, ლიტვის ნაკრების წინააღმდეგ ჩატარებულ შეხვედრაში, წააგო გადამწყვეტი შეხვედრა ერთეულთა თანრიგში.

წყარო wikipedia

Follow

Get every new post delivered to your Inbox.