Archive

Archive for the ‘ინტერვიუ’ Category

ნალბანდიანის ტრიუმფი ვაშინგტონში

August 9, 2010 Leave a comment

არგენტინელმა ჩოგბურთელმა დავიდ ნალბანდიანმა მოიგო პირველივე ტურნირი ATP ტურში დაბრუნების შემდეგ, თუმცა შეჯიბრებვის წინ თავისგან არაფერს ელოდა.

არგენტინელმა ტრამვის გამო გამოტოვა 12 თვე ბოლო 15 თვის გამნავლობაში და წელს აპრილიდან არ მიუღია მონაწილეონს შეჯიბრეებში. ამან მოახდინა გავლენა მის რეიტინგზეც სადაც ის 117-ე ადგილამდე დაეცა. ამ სეზონში ის პირველი ტოპ-ასეულის გარეთ მდგომი ჩოგბურთელი გახდა რომელმაც მოიგო ATP-ის ტურნირი. მან ვაშინგტონის ტურნირის ფინალში კვიპროსელი მარკოს ბაგდატისი დაამარცხა ორ სეტში ანგარიშიტთ 6-2 7-6 (4).

“თუ დავიდი ასე გააგრძელებს თამაშს ის პირველი ათეულის ჩოგბურთელებსაც დაამარცხებს”-განაცხადა ბაგდატისმა. შეგახსენებთ,რომ ეს დავიდისთვის მე-11 ტიტულია თავისი კარიერის მანძილზე.

”საერთოდ არ მიფიქრია იმაზე, რომ შევძლებდი პირველივე ტურნირის მოგებას დაბრუნების შემდეგ. ვინმეს რომ ეთქვა დავნაძლევდეთო,მერწმუნეთ ჩემზე ნამდვილად არ დავდებდი, თუმცა მშვენივრად გამომივიდა. დავამარცხე 4 განთესილი ჩოგბურთელ და 13 ნათამაშები სეტიდან 12 მოვიგე” – განაცხადა ნალბანდიანმა.

უკვე ორშაბათს განმოქვეყნდება განახლებული რეიტინდა სადაც დავიდი 50 საუკეთესოში შევა.
”ნამდვილად არ ვფიქრობ რომ პირველი ათეულის მოთამაშის დონეზე შემიძლია დღესდღეობით თამაში, ამაზე ჩემი რეიტინგიც ნათლად მეტყველებს. მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი არის ის, რომ მოვახერხე რამოდენიმე ძალინ კარგი გამარჯვების მოპოვება. ეს დამეხმარება მუშაობის გაგრძელებაში და ჩემი სათამაშო ფორმის სრულყოფაში”- განაცხადა ნალბანდიანმა.

ივანოვიჩმა ისევ WC მიიღო

August 6, 2010 Leave a comment

სერბმა ჩოგბურთელმა ანა ივანოვიჩმა WTA Pilot Pen Tennis at Yale-2010-ის ტურნირის ორგანიზატორებისაგან ველური ბარათი ანუ WC მიიღო. ეს ტურნირი ამერიკის ქალაქ ნიუ-ჰევენში ჩატარდება 22-28 აგვისტოს, ამერიკის ღია პირველობის წინ.
”მე ძალინ მიხარია,რომ პირველად მივიღებ მონაწილეობას ნიუ-ჰევენის ტურნირში. ბოლო დროის განმავლობაში ძალინ ბევრი ვიმუშავე ჩემი თამაშის გაუმჯობესებაზე, ამიტომ იმედი მაქვს ამ შეჯიბრებაზე წარმატებით გამოვალ და ტიტულსაც მოვიპოვებ. ბევრი კარგი რამ გამიგია ამ ტურნირისა და ქალაქის შესახებ და დარწმუნებული ვარ არაერთხელ ჩამოვალ ამ ქალაქში” – განაცხადა ივანოვიჩმა.

ვაზნიაკი ცინცინატის ტურნირს გამოტოვებს

August 4, 2010 Leave a comment

კანადის უძლიერესი ჩოგბურთელი მსოფლიოს 52-ე ჩოგანი, 22 წლის ალექსანდრა ვაზნიაკი ტერფის ტრამვის გამო იძულებულია ცინცინატის ტურნირი გამოტოვოს. ასევე უცნობია შეძლებს თუ არა ალექსანდრა სახლში, მონრეალის ტრურნირზე გამოსვლას.
” რა თქმა უნდა მე ძალიან მინდა მონრეალის ტურნირზე მონაწილეობის მიღება. ამ ტურნირს მთელი წლის განმავლობაში ველოდი. ალხა ძნელია რამის თქმა. გააჩნია როგორ წარიმართება გამოჯანმრთელება. მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებ გადაწყვეტილების მიღებას”- გაანცხადა ვაზნიაკმა.

ფერერო : ” მე აქ გამარჯვებისთვის ჩამოვედი”

July 29, 2010 Leave a comment

ესპანელმა ჩოგბურთელმა ხუან კარლოს ფერერომ Croatia Open-2010-ის 1/4 ფინალში გასვლის შემდეგ განაცხადა რომ გაამრჯვების იმედი აქვს. შეგახსენებთ, რომ ფერერომ მეორე რაუნდში ურუგვაელი პაბლო ჯკუევასი დაამარცხა 4-6 6-4 6-4.
”მე აქ გამარჯვებისთვის ჩამოვედი. შარშან ფინალში ვიყავი,ახლა კი კიდევ ერთ ნაბიჯის გადადგმას და გაამრჯვებას ვაპირებ. მაგრამ მე მომიწევს ყოველი მატჩისთვის სერიოზულად მოვემზადო, მატჩს ტყუილუბრალოდ არავინ დაგითმობს. დღეს გულშემატკივრები შესანიშნავად მამხნევებდნენ,ვეცდები შემდეგ რაუნდში მათ გამარჯვება ვაჩუქო.”
1/4 ფინალში ხუან კარლოსის მოწინააღმდეგე უკრაინელი ალექსანდრე დოლგოპოლოვი იქნბა,რომელმაც თავის მხრივ ხორვატ სკუგოროს სძლია ანგარიშით 7-6 (1) 6-3.
”მე არასოდეს შევხვედრივარ დოლგოპოლოვს, მაგრამ ვიცი რომ ის ძალიან კარგი ჩოგბურთელია. როცა ვინმეს პირველად ხვდები,ეს ყოველთვის რთულია, ასე რომ ვნახავთ რა მოხდება ”- გაანცხადა ფერერომ.

შარაპოვა : ” ჩემთვის მთავარი ამერიკის ღია პიორველობისთვის მომზადებაა”

July 28, 2010 Leave a comment

რუსმა ჩოგბურთელმა მარია შარაპოვამ წარმატებით გადალახა სტენფოპრდის ტურნირის პირველი რაუნდი, სადაც მან მსოფლიოს 24-ე ჩოგანი ჯე ძენგი დაამარცხა 6-4 7-5.
”ჩვენი ბოლო შეხვედრა ინდიან-უელსში ძალიან რთული იყო. მე მაშინ არც ისე კარგად ვთამაშობდი ( მარიას იდაყვის ტრამვა აწუხებდა). დღეს მშვენივრად ვაწოდებდი, მაგრამ ცოტაოდენი პრობლემები მქონდა მოწოდების მიღებასთან დაკავშირებით. მართალია, გადამწყვეტ მომენტებში მე მაინც შევძელი კარგად თამაში მაგრამ ვფიქრობ მოწოდების მიღება უნდა გაავუმჯობესო,თუ მინდა რომ ვინ წავიდე და კარგი შედეგები ვაჩვენო. ამ ტურნირზე ჩემი მთავარი მიზანია თამაში გავიუმჯობესო და შეცდომები გამოვასწორო. ისინი მინიმუმამდე უნდა დავიყვანო, რომ ამერიკის ღია პირველობაზე ოპტიმალურ ფორმაში ვიყო”- განაცხადა შარაპოვამ.

ბორტალი : ” მოუთმენლად ველი ივანოვიჩთან შეხვედრას”

July 28, 2010 Leave a comment

მარიონ ბორტალიმ მშვენივრად დაიწყო ტიტულის დაცვა სტენფორდის ტურნირზე. მან პირველ წრეში ამერიკელი ჩოგბურთელი ეშლი ჰარკლიროუდი დაამარცხა ანგარიშით 6-1 6-4.
”მე ჯერ-ჯერობით კმაყოფილი ვარ იმით,თუ როგორ მიმდინარეობს ეს სეზონი ჩემთვის.იმედი მაქვს შევძლებ ასევე გაგრძელებას. ჩემი მთავარი მიზანია ისევ შევძლო დიდი შლემის ფინალამდე მისვლა (მარიონი 2007 წლის უიმბლდონის ფინალისტია). ხოლო მეორე მიზნად მაქვს ათეულში დამკვიდრება,მაგრამ ეს შედეგებმა უნდა მოიტანონ.
მე უკვე რამდენჯერმე შევხვდი ივანოვიჩს და ეს თამაშები ძალიან რთული გამოდგა ჩემთვის. მოუთმენლად ველი ახალ შეხვედრას, რადგან ვფიქრობ სწორედ ასეთი თამაშებია საუკეთესო მომზადების საშუალება ამერიკის ღია პირველობისათვის” – განაცხადა ბორტალიმ.

ალმაგრო : ”მთელი ღამე ფინალურ მატჩზე ვფიქრობდი”

July 18, 2010 Leave a comment

ესპანელმა ჩოგბურთელმა ნიკოლას ალმაგრომ,რომელმაც დღეს შვედი რობინ სოდერლინგი დაამარცხა ბაშტადის ტურნირის ფინალში ანგარიშით 7-5 3-6 6-2, გაგვაცნო თავისი შთაბეჭდილებები გამარჯვების შემდეგ.
”რობინი შესანიშნავი ჩოგბურთელია,ბაშტადში იგი ნამდვილი გმირია მისი ხალხისთვის.მე ვცდილობდი წარმომედგინა,თუ როგორ ითამაშებდა ის ფინალში,ცოტა ხანი რობინი გავმხდარიყავი. მთელი გუშინდელი ღამე და დღევანდელი დღე ამ მატჩზე ვფიქრობდი. ძალიან მიხარია რომ შევძელი გამარჯვების მოპოვება”.

დელ პოტრო ბრუნდება?

July 16, 2010 Leave a comment

არგენტინელმა ჩოგბურთელმა, ხუან მარტინ დელ-პოტრომ, რომელიც ავსტრალიის ღია პირველობიდან არ იღებს მონაწილეობას ტურნირებში მაჯის ტრამვის გამო,განაცხადა რომ მისი გამოჯანმრთელება სწრაფ ტემპში მიმდინარეობს.

”ექიმები ჩემი პროგრესით ძალიან კმაყოფილები არიან. მე ვაგრძელებ მუშაობას ჩემი ფიზიკური მონაცემების გაუმჯობესებაზე და იმედი მაქვს ძალიან მალე შევძლებ ვარჯიშების განახლებას – უკვე საჩოგბურთო კორტზე. დევისის თასი ძალიან კარგად ერგება ტურში დაბრუნებას,მაგრამმ მე ვიმედოვნებ რომ დაბრუნებას უფრო ადრე შევძლებ.მართალი რომ გითხრათ, ჯერ-ჯერობით არანარირ ილუზიებს არ ვიქმნი ჩემი დაბრუნების თაობაზე,მე ხომ ჯერ ჩოგნით საერთოდ არ მიივარჯიშია. მოუხედავად ამისა მე გავაგრძელებ ფიზუკაზე მუშაობას,რომ მზად ვიყო დასაბრუნებლად”. გაანცხადა დელ პოტრომ.

როდრიგესი : ტრამვის შემდეგ ენენი უკეთეთესად ითამაშებს

July 16, 2010 1 comment

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგნის, ჟუსტინ ენენის მწვრთნელი კარლოს როდრიგესი, China Daily-თან მიცემულ ინტერვიუში აცხადებს,რომ ენენს შეუძლია უფრო უკეთ ითამაშოს ვიდრე ეს დღესდღეობით თამაშობს.

შეგახსენებთ,რომ ბელგიელმა ჩოგბურთელმა იდაყვის ტრავმა უიმბლდონის მე-4 წრეში კიმ კლაისტერსთან თამაშის დროს მიიღო.ამ ტრამვის გამო ჟუსტინი ამერიკის სერიის ტურნირებთან ერთად, ამერიკის ღია პირველობასაც გამოტოვებს.
”მე ვფიქრობ,რომ გამოჯანმრთელების შემდეგ ჟუსტინი უკეთესად ითამაშებს. თუ მოასწრებს გამოჯანმრთელებას ენენი აუცულებლად ჩამოვა და აქ პეკინის ტურნირს ითამაშებს. იმადი მაქვს,რომ სწორედ China Open-ი იქნება მისი შემდეგი ტურნირი. ჟუსტინს შეუძლია მოიგოს დიდი შლემის ტურნირები,მაგარმ ჩვენ კიდევ ცოტა დრო გვჭირდება .მომავალ წელს ის უკვე მზად იქნება ასეთი გამარჯვებებისათვის.”- თქვა როდრიგესმა.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.