ტრავმირებული ენენი სეზონს ასრულებს
ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, ბელგიელმა ჟუსტინ ენენმა, იდაყვის ტრავმის გამო 2010 წლის სეზონი ნაადრევად დაასრულა.
28 წლის ბელგიელს, უიმბლდონის მოეთხე წრის მატჩში მიღებული ტრავმი შემდგომ, პროფესიულ ტურში არ უთამაშია. იმედოვნებდნენ, რომ ენინი კორტებს ამერიკის ღია პირველობის დასრულების შემდეგ, შემოდგომაზე დაუბრუნდებოდა, მაგრამ როგორც ჟუსტინის ოფიციალური საიტი იუწყება, ბელგიელი ვარჯიშს მხოლოდ ოქტომბერში განაახლებს.
“ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე სამედიცინო შემოწმება გავიარე. შედეგები დამაიმედებელია, თუმცა გამოჯანმრთელება საკმაოდ ნელი ტემპებით მიმდინარეობს. 2011 წლის სეზონზე მონაწილეობას რისკის ქვეშ ვერ დავაყენებ, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, 2010 წლის სეზონი ნაადრევად დავასრულო. 2011 წლისათვის მზადებას ოქტომბერში დავიწყებ. იმედი მქვს, რომ ახალ სეზონს კარგ ფორმაში მყოფი შევხვდები”–განაცხადა ჟუსტინ ენენმა.



Recent Comments