
ATP მსოფლიო ტურის ჩოგბურთელთა საბჭოს წევრებმა ერთხმად აირჩიეს ფედერერი პრეზიდენტად და ნადალი ვიცე პრეზიდენტად
2010-2012 წლების ATP მსოფლიო ტურის საბჭოს წევრები
Yves Allegro
Eric Butorac
Roger Federer (პრეზიდენტი)
Ashley Fisher
Fernando Gonzalez
Peter Luczak
Rafael Nadal (ვიცე პრეზიდენტი)
Jarkko Nieminen
Sam Querrey
Nenad Zimonjic
Claudio Pistolesi (მწვრთნელი)
Ignacio Hirigoyen (ყოფილი აღსაზრდელი)
Like this:
One blogger likes this post.

დღეს, 17 აგვისტოს თავის 40 წლის უიბილეს აღნიშნავს მსოფლიო ჩოგბურთის ვარსკვლავი, ექს პირველი ჩოგანი – ამერიკელი ჯიმ კურიე.
მისი დებიუტი პროფესიონალურ ტურნირებზე 1988 წელს მოხდა. პირველი ტიტული კი ერთი წლის შემდეგ შვეიცარიის ქალაქ ბაზელში გამართულ ტურნირზე მოიპოვა. თავისი კარიერის მანძილზე ჯიმმა მოიგო 23 ტიტული ერთეულთა თანრიგში და 6 წყვილთა თანრიგში. ასევე გაიმარჯვა დიდი შლემის 4 ტურნირზე – როლან გაროსი 1991-1992 და ავსტრალიენ ოუფენი 1992-1993წლებში . ასევე იყო ფინალში ამერიკის ღია პირველობაზე 1991 წელს, როლანგაროსზე და უიმბლდონზე 1993 წელს.
1992 და 1995 წლებში ამერიკის ნაკრების შემადგენლობაში მოიგო დევისის თასი. 1992 წლის სეზონი დაამთავრა პირველი ჩოგნის რანგში. კარიერის განმავლობაში გამოიმუშავა $14,034,132 . კარიერა 2000 წელს დაასრულა, დღესდღეობით კი აქტიურად იღებს მონაწილეობას ვეტერანთა ტურნირებში.
Like this:
Be the first to like this post.

2010 წლის 23 ივლის, მსოფლიოს მეორე ჩოგნის, როჯერ ფედერერის ტყუპებს, ჩარლინ რივასა და მილა როუზს 1 წელი შეუსრულდათ.
ბედნიერი მშოლბლები, გოგონების დაბადების დღეს შვეიცარიაში შეხვდნენ. საღამოსთვის დაგეგმილი წვეულება, სწორედ ტყუპებისთვის იყო განკუთვნილი. როჯერმა და მირკამ მადლობა გადაუხადეს ფანებსა და მეგობრებს იმ საჩუქრებისა და მისალოცი ბარათებისთვის, რომელიც ჩარლინმა და მილამ მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ დიდი შლემის ტურნირების 16 გზის გამარჯვებული, მონაწილეობას ROGERS CUP–ზე მიიღებს, რომელიც ტორონტოში 9 აგვისტოს დაიწყება.
Like this:
Be the first to like this post.
საუკეთესო სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ტარას ნაციონალურ პარკში ამხანაგობის სკოლა მოინახულა. იქ 200-მდე ბავშვი სწავლობს. ნოვაკმა გადაურიცხა მილიონი დინარი და საჩოგბურთო კომპლექსის გახსნაში მიიღო მონაწილეობა.
სერბმა აღნიშნა, რომ ძალიან უხარია ამ ბავშვებთან ერთად ყოფნა. სერბ ბავშვებთან ერთად ნაწილი ხომ კოსოვოდან იყვნენ! მისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ბავშვებთან ერთად ყოფნას და მეგობრობას.
ჯოკოვიჩს ისე მოეწონა კომპლექსი, რომ მომავალში იქ ვარჯიშსაც აპირებს.
“ვერაფერს ინატრებ ამაზე უკეთესს, სუფთა ჰაერი, ყველაფერი რაც ვარჯიშისთვის მჭირდება და ბავშვები, რომელთა ჟრიამული და მხარდაჭერა ძალას მმატებს”-აღნიშნა მსოფლიოს მეორე ჩოგანმა.
Like this:
Be the first to like this post.

ყველაზე სანდო წყაროს Forbes-ის მონაცემებით როჯერ ფედერერი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჩოგბურთელია მსოფლიოში. მისმა შემოსავალმა 1 წლის განმავლობაში 43 მილიონ დოლარს მიაღწია.
ფედერერის გარდა Forbes-ის top-50ში მოხვდა კიდევ ერთი ჩოგბურთელი და ერთადერთი ქალი ამ სიაში – რუსი მარია შარაპოვა.
როჯერმა ამ სიაში მე-6 ადგილი დაიკავა ხოლო მაშამ 35-ე 24,5 მილიონი დოლარით.
Like this:
Be the first to like this post.

მსოფლიოს მესამე ჩოგნის, ვინუს უილიამსისი წიგნმა “Come To Win”, ნიუ-იორკ ტაიმსის ბესტსელერთა სიაში, მეხუთე პოზიცია დაიმკვიდრა. “ის ფაქტი, რომ ჩემი წიგნი ნიუ-იორკ ტაიმსისი ბესტსელერთა ხუთეულში მოხვდა, უბრალოდ შესანიშნავია. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო, ჩემს თანაავტორს, კელი კარტერს, და ადამიანებს, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს ამ პროექტში. ეს წიგნი თითოეული ჩვენთაგანის ისტორია და რჩევაა, რომელიც, ვიმედოვნებ, მკითხველისათვის შთაგონების წყაროდ იქცევა”-ამბობს რამდენიმე გზის დიდი შლემის მფლობელი, ამერიკელი ჩოგბურთელი.
Like this:
Be the first to like this post.
This slideshow requires JavaScript.
Like this:
Be the first to like this post.

ESPAY- როჯერ ფედერერს სერენა ვილიამსსა და კიმ კლაისტერსს აჯილდოვებს
როჯერ ფედერერი (3) დასახელდა საუკეთესო კაც ჩოგბურთელად
სერენა ვილიამსი (1) დასახელდა საუკეთესო ქალ ჩოგბურთელად
ხოლო კიმ კლაისტერსს(7) “წლის დაბრუნება”-აში ერგო ჯილდო
Like this:
Be the first to like this post.


შვეიცარიელმა სტანისლას ვავრინკამ დააანონსა რომ მას პიტერ ლუნდგრენი(ფედერერის ყოფილი მწვრთნელი) გაწვრთნის.
პრესასთან საუბრისას ლანდგრენმა განაცხადა, რომ ვავრინკას მიზანი ათეულში დაბრუნებაა ის კი მას ამის განხორციელებაში დაეხმარება. შეგახსენებთ რომ უიმბლდონის დაწყებამდე ვავრინკას დიმიტრი ზავიალოფი წყრთნიდა, რომელიც მისი მწვრთნელი 8 წლიდან იყო.
ლუნდგრენი კი თავის სამწვრთნელო კარიერში ისეთი ჩოგბურთელების მწყრთნელი იყო როგორებიც არიან მარცელო რიოსი, მარატ საფინი, მარკუს ბაგდატისი და გრიგოლ დიმიტროვი.
Like this:
Be the first to like this post.
Recent Comments