Archive

Archive for the ‘რეიტინგი’ Category

დევისის თასი- განახლებული რეიტინგი

July 17, 2010 1 comment

დევისის თასის ბოლო ორი წლის გამარჯვებული, ესპანეთის ნაკრები, საფრანგეთთან მეოთხედფინალური მარცხის შემდეგ (0:5) ტურნირს გამოეთიშა, თუმცა, ამ ფაქტს, რეიტინგზე არ უმოქმედია. ისინი კვლავაც ინარჩუნებენ პირველობას. მეორე ადგილის მფლობელი, რუსეთის ნაკრები, არგენტინელებთან საშინაო მარცხის შედეგად(2:3) მეოთხე საფეხურზე ჩამოქვეითდა და ადგილი ჩეხებს დაუთმო, რომელთაც სტუმრად ჩილელთა დამარცხება შეძლეს. მეხუთე პოზიციიდან მესამეზე არგენტინელები დაწინაურდნენ, ტოპ ხუთეულს კი ამერიკის შეერთებული შტატები ასრულებს.
დევისის თასის რეიტინგი, ასე გამოიყურება:
1. ესპანეთი
2. ჩეხეთი
3. არგენტინა
4. რუსეთი
5. ა.შ.შ.
6. სერბეთი
7. საფრანგეთი
8. ისრაელი
9. ხორვატია
10. გერმანია

WTA-ის 30-ეულში თინეიჯერი აღარ დარჩა

July 15, 2010 Leave a comment

ამ კვირაში,WTA-ის რეიტინგში არც ერთ ჩოგბურთელს არ მოუხდენია ფენომენალური გარღვევა,მხოლოდ სიმონა ჰალეპი შევიდა 100 საუკეთესოში (111-ე ადგილიდან 96-ზე გადმოინაცვლა).წინა კვირის ბასტადის ტურნირის გამარჯვებული არავან რეზაი 21-ე ადგილიდან ერთი პოზიციით ზევია ავიდა.
აღსანიშნავია,რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება რეიტინგში კი არ მომხდარა,არამედ ჩოგბურთელების ასაკში.კარალინა ვაზნიაცკი(მსოფლიოს მე-4 ჩოგანი) 20 წლის გახდა.ასე რომ რეიტინგში ყველაზე მაღალ საფეხურზე მდგარ თინეიჯერად ანასტასია პავლუჩენკოვა დარჩა.
დღესდღეობით, Top-100 ჩოგბურთელს შორის 7 თინეიჯერია(რომელთაც 20 წელი მხოლოდ შემდეგ წელს შეუსრულდებათ) :
1)No.31 Anastasia Pavlyuchenkova (RUS)
2)No.40 Melanie Oudin (USA)
3)No.57 Polona Hercog (SLO)
4)No.79 Petra Martic (CRO)
5)No.82 Chang Kai-Chen (TPE)
6)No.93 Bojana Jovanovski (SRB)
7)No.96 Simona Halep (ROU)და გვყავს ასევე ვეტერანებიც, რომლებსაც უკვე 30 წელი შეუსრულდათ – ასევე 7 ჩოგბურთელი :

1)No.3 Venus Williams (USA)
2)No.8 Francesca Schiavone (ITA)
3)No.48 Sybille Bammer (AUT)
4)No.56 Patty Schnyder (SUI)
5)No.61 Kimiko Date Krumm (JPN)
6)No.63 Tathiana Garbin (ITA)
7)No.76 Alberta Brianti (ITA)TA-ის 30-ეულში თინეიჯერი აღარ დარჩა

Follow

Get every new post delivered to your Inbox.